აღმასკომმა საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა

AutoSharing Option
10 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატის დამტკიცება.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2016 წლის საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში 7 აგვისტოს დაიწყება. 14 გუნდი კენჭისყრის შედეგად ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, სადაც 7-7 მათგანი ორ წრედ ითამაშებენ. ორივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი ქვედა ლიგაში დაქვეითდება, ხოლო ჯგუფების მეხუთე და მეექვსეადგილოსნები ჯვარედინად დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-აუტში გაარკვევენ მომავალი სეზონის უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელს.

პლეი-ოფი გაარკვევს უეფას თასის მონაწილეთა ვინაობასაც: მეორე და მესამეადგილოსნები
ასევე ჯვარედინი დაწყვილებით გამოავლენენ საუკეთესოებს, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე ბრინჯაოსთვის ითამაშებენ. ხოლო ჩემპიონის ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულთა შორის შინ და სტუმრად მატჩებში გაირკვევა.

ცვლილება შევა დებულებაში კიდევ ორ საკითხზე: ძირითად შემადგენლობაში ორი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელის შეყვანის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო უფასოდ დასარეგისტრირებელ ლეგიონერთა რაოდენობა გაიზრდება - ამიერიდან კლუბებს შეეძლებათ, სამი ლეგიონერის ნაცვლად ხუთი შეიყვანონ განაცხადში სარეგისტრაციო გადასახადის გარეშე, ოღონდ მათგან, სულ მცირე ორს, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშევი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.

პირველ ლიგაში 18 გუნდი ორ 9-9 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. ბოლოს სამ ადგილზე გასული ექვსივე გუნდი ავტომატურად დატოვებს პირველ ლიგას.

ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო მოიპოვებს რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას, რომელთაც დაემატება უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობას გამოარკვევს პირველი ლიგის ქვეჯგუფებში მესამე-მეექვსე ადგილზე გასულთა პლეი-აუტი. ერთი ქვეჯგუფის მესამე გუნდი საპირისპირო ქვეჯგუფის მეექვსეს, მეოთხე კი მეხუთეს ორმატჩიან დაპირისპირებაში გაეჯიბრება. ოთხი გამარჯვებული ნახევარფინალურ წყვილებში გამოავლენს, თუ ვინ მოიპოვებს პრო2 ლიგაში თამაშის უფლებას და ვინ ითამაშებს ეროვნულ ლიგა 1-ში.

საქართველოს თასის 2016 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის 32 გუნდი. ყველა რაუნდში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველ ეტაპზე პირველი ლიგის 8 დაბალრეიტინგიანი გუნდი გამოავლენს 4 გამარჯვებულს, რომლებიც პირველი ლიგის 10 და უმაღლესი ლიგის 10 გუნდთან ერთად შეადგენენ 12 წყვილს. მერვედფინალიდან კი მათ ევროთასების მონაწილე ოთხეული დაემატება.

ამას გარდა, აღმასკომმა დაამტკიცა 28 ივნისს გასამართი XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი; ასევე საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სფფ-ის წევრობა შეუჩერა საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგს", საქართველოს ფუტსალის ასოციაციას კი პირიქით - შეჩერებული წევრობა აღუდგინა.

აღმასკომის დღევანდელი გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტად ალექსანდრე იაშვილი დაინიშნა, რომელიც ეროვნული ნაკრებების მიმართულებებით იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნეტავ ეს ფედერაცია რისი გამკეთებელია? ამათ რა საქმე უნდა გააკეთონ? ის ვერ გაუკეთებიათ ემბლემიდან უცხო ენა ამოშალონ და ქართულად დააწერონ!ვერ გამიგია რომელი ქვეყნის ფედარაციას აქვს წარწერა საკუთარი ენის გარდა.
n.g.
11 ივნისი 2016 12:04
0
ისედაც სოფლი ორღობეა და უარესი გახდება, იყოს ისე რა როგორც ნორმალურ ქვეყნებშია
ლაშა19
11 ივნისი 2016 01:14
0
სუუუ დაბოღმილები აგრესიულები და უკმაყოფილოები როგორ ხართ აზე არხართ არაფრის და მოკლე ჩკუით კაკანებთ აცადეთ ეს ხალხი ფაქტია მუშაობს და ერთადგილზე არ დგანან ბოლოს რომელი ფედერაცია აკეთებდა საქმეს გახსოვთ?ეს ხალხი ავად თუ კარგად წინ წასვლას ცდილობენ და ასეეე დაქცეული ფეხბურთის აშენება ერთ დღეში უშეცდომოდ გინდათ თქვენკიდე უსაქმურად ზიხართ შესცქერით სხვის საქმეებს და შეცდომებს უსაფრდებით არიქა ვინმე გამოიჩიროთ
ლაშა
10 ივნისი 2016 19:44
0
ანუ პირველი ლიგიდან ისევ ვერ დაწინაურდება გუნდი. 14-დან 4 ვარდება მარტო.
გური
10 ივნისი 2016 17:57
0
Cecadze rom a,bobs ise unda, gaaketot magasunda kargi kartuli fexburtisatvis,
T
10 ივნისი 2016 17:43
0
Es kargia mara, am axgazdebs uhveben da 2 xarisxovani fexburtelebi rom hamokavt, rogor ganvitarfeba hveni fexburti, guls ucrueben hvenebs kobis imedi gvonda mara isev isetebi xdeba da , upatronos adgili arasdros kofila,
G
10 ივნისი 2016 17:41
0
ჩემი აზრით კერძო კლუბებს ზესტაფონს და ვითჯორჯიას შანსი უნდა მიეცეს შუალედურ
ჩემპიონატში
Vakhtangi
10 ივნისი 2016 17:34
0
ამდენი ჯვარედინი "პლეი-ოფი" არის ...! რას მიედ-მოედებიან?! გარდამავალი ჩემპიონატი კია,მაგრამ ასე გართულებაც არ შეიძლება!
გაგა
10 ივნისი 2016 17:29
0
ყოფილიყპ ის 16 გუნდიანი,რატომ კლავენ ჩემპიონატს?

Vakhtangi- მეგობარო უმაყურებლო კლუბს რა უნდა უმაღლეს ლიგაში? დილას ჰყავს მაყურებელი და ბოლნისს ჰა და ჰა,თბილისის არცერთ კლუბებს მაყურებელი არა ჰყავს მათ თამაშებზე მეტი პოლიციელია ვიდრე მაყურებელი.
დასავლეთ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა...
jango
10 ივნისი 2016 16:28
0
ზესტაფონმა რა დააშავა?
გიორგი
10 ივნისი 2016 16:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული