13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
ორშაბათს 13 ივნისს 14:00 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართება.

გუნდების ქვეჯგუფებში გადანაწილება წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება. მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ისევე როგორც მესამე და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მეშვიდე და მერვე და ა.შ. ადგილოსნები განითესებიან სხვადასხვა ჯგუფში. ამასთანავე წილისყრისას გუნდები თავად აირჩევენ, როგორც ქვეჯგუფს, ისე საკუთარ ნომერს კალენდარში.

16 საათზე იგივე პროცედურით ჩატარდება წილისყრა პირველ ლიგაშიც, სადაც ქვეჯგუფებში 9-9 გუნდი იქნება.

- აღმასკომმა საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის ფორმატი
დაამტკიცა


სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტრედია, დილა, ტორპედო, დინამო ბთ, საბურთალო, კოლხეთი, ლოკოოტივი ასეთი იქნება ერთი ქვეჯგუფი ეს ჩემეული პროგნოზია
luka
11:29 12-06-2016
0
luka
სამტრედიასთან ჯგუფში ყველა დასავლური კლუბი ხვდება და არცერთი აღმოსავლური
jango
13:40 12-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული