ჯაბა ჯიღაურით ბელგიური, თურქული და ესპანური გუნდები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ქართველთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ჯაბა ჯიღაური, რომლის პასსაც თორნიკე ოქრიაშვილის გოლი მოჰყვა და ასე იშვა ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან საგარეო სპარინგში.

საერთოდ, ჯიღაურს ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა - 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში სოლიდური წილი დაიდო. ის ესპანეთთანაც ღირსეულად გამოიყურებოდა, დებიუტანტის კვალობაზე მღელვარება არც ეტყობოდა, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევების წამოწყებასაც ცდილობდა.

ამას გარდა, ის საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა იმ ექვსეულში მოხვდა, რომელმაც ესპანეთთან მატჩში ბევრი ირბინა. უშუალოდ ჯიღაურმა ხეტაფეს "ალფონსო პერესზე"
11,82 კმ დაფარა...

შევიტყვეთ, რომ ჯიღაურის მიმართ ინტერესი ბელგიურმა, თურქულმა და ესპანურმა კლუბებმა გამოხატეს. ეს ინტერესი თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა, მაგრამ მას "დინამოსთან" კონტრაქტი დეკემბრამდე აკავშირებს.

23 წლის ფეხბურთელმა გვითხრა, რომ აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, აი, დეკემბრის შემდეგ რა მოხდება, ამის თქმა ახლა ძალიან ძნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია უფასოდ არ წავა და კარგ მაყუთს ავიღებთ.... ესეთს კიდე ბევრს გავზრდით
dinamo
13:44 14-06-2016
0
ეს ის თემაა, ზუსტად ესპანეთის თამაში მერე ლორიათი ბარსელონა და რეალი რომ დაინტერესდნენ :) ნუ თარსავთ ამ ხალხს, გადავიდნენ და მერე დაწერეთ ხოლმე რა.
Eric cantona
14:27 14-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული