"სამტრედია" ევროპალიგაზე საშინაო მატჩს ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებს

AutoSharing Option
ევროპალიგაზე გასულმა "სამტრედიამ", რომელიც გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სეზონისთვის მზადება სამშობლოში დაიწყო, დღეს, 14 ივნისს კი ევროპულ შეკრებაზე, სლოვენიაში გაემგზავრება.

გამგზავრებამდე "სამტრედიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა 13 ივნისს, გორში, "დილასთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ და გუნდის ახალწვეულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანეს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

ია ცეცაძის გუნდის მეტოქე 20 ივნისს გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. "სამტრედია" მატჩებს 30 ივნისსა და 7 ივლისს გამართავს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზ-ს გააქირავბეს აბა რას იზამს სტადიონს შენახვა უნდა და თავისი ხარჟები აქვს. ამ ფედერაციამ ვერ გადაწყვიტა კიდევ სად დაუსვას ზესტაფონი რომელ ლიგაში რის საფუძველძე და ძინავთ ფეხზე ყველას . სამართალია ეს??
mesi
10:06 15-06-2016
0
მალადეც ზესტას .რაგა უჭირს აქირაოს სტადიონები კოკაიამ..ეგრე არ ჯობია მეტი ფული შემოუა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული