
ცნობილია, რომ "ლოკომოტივს" ჯერჯერობით 2 ახალწვეული ჰყავს და ორივე - "ტორპედოდან": ქუთაისელთა ყოფილი კაპიტანი გიორგი კუხიანიძე და ირაკლი კლიმიაშვილი. გუნდი დატოვა 26 წლის თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამ, რომელიც კარიერას მარტვილის "მერანში" (I ლიგაში დაქვეითდა) გააგრძელებს.
კლუბის მენეჯერმა თამაზ ბოკერიამ "ლელოსთან" კომენტარში თქვა:
"ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა გუნდში რჩება და "ლოკომოტივში" ახალ სეზონშიც იმუშავებს.
ჩვენ ჯერ ორი მოთამაშე დავიმატეთ. საერთოდ,
შეკრების მეორე ეტაპი 17 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე უცხოეთში დავგეგმეთ. გუნდი ახალი სეზონისთვის ავსტრიაში მოემზადება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"