სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

AutoSharing Option
"დილა" სულ მალე ჩაერთვება ევროპალიგის გათამაშებაში. მართალია, გორელები პირველ ეტაპზე განთესილთა შორის არიან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ამ ეტაპს გადალახავს...

არცთუ სახარბიელო დღევანდელობა
არაერთხელ დაგვიწერია - " დილაში" ამჟამად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. თუ არაფერი შეიცვალა, ევროტურნირების დაწყებამდე ან ევროასპარეზიდან გავარდნის შემდეგ გუნდს დატოვებენ ლიდერები - ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ ეტაპზე ფეხბურთელებს გუნდში მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თხოვნა და პატივისცემა აკავებთ, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ 500-ლარიან კონტრაქტზე მთელი სეზონის განმავლობაში
გამოცდილი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

"დილას" ლიდერებს კი ვარიანტები საკმაოდ აქვთ. მაგალითად, მარცვალაძეს ერთ-ერთი უცხოური გუნდი იწვევს. რაც შეეხება კვირკველიას, ბათუმის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ფეხბურთელმა ანგარიში გაუწია "დილას" ხელმძღვანელობის თხოვნას და ევროთასებზე გორულ კლუბს შეეშველება.

ახალწვეულია ფლანგის ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე. ის გორულ კლუბში ადრე უკვე თამაშობდა. ერთი კია: დიდი ალბათობით, ევროთასების შემდეგ დოლიძეც დატოვებს გუნდს და თავის გზას მონახავს.

ფრიად სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ "დილას" ევროთასებისთვის ქუთაისის "ტორპედოდან" ორი ფეხბურთელის დამატება სურდა. მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გიორგი ქიმაძისა და როინ კვასხვაძის ტრანსფერები. არადა, ეს ფეხბურთელებიც მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდნენ "დილას", რაც შედარებით გააძლიერებდა გორელთა პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ქიმაძე და კვასხვაძე ქუთაისურ კლუბში დარჩნენ.

ამასობაში, "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და "სამტრედიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. სოსიაშვილის გუნდში ითამაშა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯენგ-ჯენგ კრისტიანმა. გუშინ კი გავიგეთ, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა აფრიკელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.

გორელები შეკრებას 17 ივნისიდან იწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დილა" 18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართავს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, ხოლო 23 ივნისს სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

სინათლე გვირაბის ბოლოს
ამასობაში, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, "დილას" შეძენით სერიოზული ებრაული ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი და ისინი უკვე შეხვდნენ როგორც "დილას" წარმომადგენლებს, ისე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, "დილა" ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოს კი ძალიან უნდა აწყობდეს კლუბში სოლიდური კერძო ინვესტორის გამოჩენა. ჯერ ერთი, ამით ის ტვირთს შეიმსუბუქებს და მეორეც - ქართულ ფეხბურთში ახალი კერძო ინვესტორი თუ გამოჩნდა, ამ საქმეში წვლილს სახელმწიფოც გაიღებს.

ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ. იგეგმება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსის, საცურაო აუზის, კვების ბლოკის მშენებლობა და ასე შემდეგ...

გარდა ამისა, მისასალმებელია ებრაელი ბიზნესმენების ნებაც - ისინი მზად არიან, სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის მექანიზმი მაინც დაუტოვონ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ინფორმაცია "დილაში" დაგვიდასტურეს, "ლელო" დაუკავშირდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სოსო ოქრომელიძეს, რომელმაც "დილასა" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაახარებს "დილას" და ქართული ფეხბურთის ქომაგს.

ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. არაფერია გამორიცხული. ეგაა, სახელმწიფომ კლუბზე კონტროლის რაღაც მექანიზმი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რადგან, თავადაც იცით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კლუბების დახმარება", - გვითხრა ოქრომელიძემ.

* * *
დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი დაემატება, მათი რაოდენობა დღეს ხომ ასე მცირეა. იმისიც გვჯერა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ფეხბურთით დაინტერესებულ ებრაელ ბიზნესმენებს.

რაც მთავარია, იმისიც გვჯერა, რომ პოტენციურ ინვესტორებს მართლა გულით უნდათ საქმის კეთება...

გორული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინვესტორს კლუბის შეძენა ნდომებია და მთელი რიგი არცთუ ობიექტური მიზეზების გამო გარიგება ჩაშლილა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასე აღარ მოხდება და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ძლიერი და წელში გამართული კლუბი იქნება, მანამდე კი ამ კლუბს ქვეყნის ღირსება ევროტურნირებში აქვს დასაცავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
რა კონტროლი უნდა, აღიარეთ ყველა ცდილობს წილებში ჩაჯდომას დაწყებული მერიიდან დამთავრებული ხორგუაშვილით და ტუღუშათი, სიმართლე თქვით ჯობია. ერთი რამ არის გასაკეთებელი, ხელშეკრულებაში ჩაუწერეთ რომ პროფილის შეცვლა და სტადიონის ტერიტორიის გასხვისების უფლება არ ქონდეთ. მორჩა რა კონტროლი უნდა სხვა
Tgu
15 ივნისი 2016 14:33
0
ეს ბანალური "კონტროლი"... რა თავში სახლელად უნდათ? არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვან კერძო ინვესტორების საქმეში ცხვირის ჩაყოფას? ერთი მაგალითი მაინც თუ არსებობს, ამ თავისი კონტროლით დადებითი შედეგი რომ მიეღოთ?
Kote
15 ივნისი 2016 14:23
0
საცოდავი საქართველო! ამ კომენტარების ავტორები ქართველები არიან?
-დამთავრებულა ჩემი საქართველო, დამთავრებულა!
shoda
15 ივნისი 2016 14:21
0
სულ მისდღემჩი სერიოზული და სოლიდური ბიზნეს-"ჯგუფები" არ მოგყავთ ჩვენი მთხლებურთის ასაღორძინებლად, რაიმე ახალი მოსაწევი მაინც გაჩითეთ, სხვანაირად დაგვაბოლეთ,
giga
15 ივნისი 2016 14:05
0
ადგილობრივი მაფია ვერ ელევა ბოლომდე კლუბს და ამაზეა მოლაპარაკება როგორც ჩანს.
ეს არის დიდი შანსი და ხელი არ შეუშალოს არავინ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოიბერტყოს ყურები და ერთხელ და სამუდამოდ გავუხსნათ ხელფეხი კერძო ინვესტორებს. ეს საქმე თუ არ გამოვიდა დიდი ჩაფლავება იქნება ადგილობრივი მთავრობის და არჩევნები ახლოვდება და ეშინოდეს ყველას, იმიტომ რომ ხალხს უნდა პროგრესი, ძლიერი, თანამედროვე კლუბი და არა "კონტროლის მექანიზმები" ინვესტორის შესაბოჭად
ვახ ჩემი
15 ივნისი 2016 14:01
0
გორის მერია არ მოინდომოტ ფულის შოვნა და არ გააქციოთ ეგ ხალხი
dila
15 ივნისი 2016 13:56
0
Ra biznes dajgupeba daukvirdit ras cert,da kidev ise jurnalistebi federaciastan shexvedras tveshi ertxel mainc tu moaxerxebt da cesier kitxvebs dausvamt kargi iqneba,kerdzo investiciebi sakmaod shemodioda da kidev shemova qartul pexburtshi, magram gasaqans ar adzlevdnen xalxs, cilebshi chajdoma undoda yvelas da ki garboda is xalxi mere, aq marto pederacia ar aris tavshi, saxelmcipo moxeleebzec maqvs saubari, mat gareshe mxolod pederacia verapers izams da saxelmcipo moxeleebi rasac aketebdnen bevrma jurnalistma icis, magram xmis amogeba aravis unda da im problemebis dzirshi chaxedva saidanac chveni pexburti lpeba da kvdeba, imedia tyuilad ar davcere da ar dablokavt, madlobt
Irakli 88
15 ივნისი 2016 13:55
0
გორის მერია არ მოინდომოტ ფულის შოვნა და არ გააქციოთ ეგ ხალხი
dila
15 ივნისი 2016 13:55
0
იმედია ყველაფერი გამოვა და დილა ფინანსურად მყარი გახდება...
Giorgi
15 ივნისი 2016 13:49
0
ვისაც გეხებათ ხელი არშეუშალოთ ამ პროექტს თორე თქვენ თავებს დააბრალედ მერე რაც მოგივათ ჯოჯოხეთი სანატრებლები გაგიხდებათ თორე დაიმახსოვრეთ დგებანდელი დღე 15.06.2016
fcd
15 ივნისი 2016 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული