სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

AutoSharing Option
"დილა" სულ მალე ჩაერთვება ევროპალიგის გათამაშებაში. მართალია, გორელები პირველ ეტაპზე განთესილთა შორის არიან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ამ ეტაპს გადალახავს...

არცთუ სახარბიელო დღევანდელობა
არაერთხელ დაგვიწერია - " დილაში" ამჟამად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. თუ არაფერი შეიცვალა, ევროტურნირების დაწყებამდე ან ევროასპარეზიდან გავარდნის შემდეგ გუნდს დატოვებენ ლიდერები - ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ ეტაპზე ფეხბურთელებს გუნდში მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თხოვნა და პატივისცემა აკავებთ, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ 500-ლარიან კონტრაქტზე მთელი სეზონის განმავლობაში
გამოცდილი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

"დილას" ლიდერებს კი ვარიანტები საკმაოდ აქვთ. მაგალითად, მარცვალაძეს ერთ-ერთი უცხოური გუნდი იწვევს. რაც შეეხება კვირკველიას, ბათუმის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ფეხბურთელმა ანგარიში გაუწია "დილას" ხელმძღვანელობის თხოვნას და ევროთასებზე გორულ კლუბს შეეშველება.

ახალწვეულია ფლანგის ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე. ის გორულ კლუბში ადრე უკვე თამაშობდა. ერთი კია: დიდი ალბათობით, ევროთასების შემდეგ დოლიძეც დატოვებს გუნდს და თავის გზას მონახავს.

ფრიად სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ "დილას" ევროთასებისთვის ქუთაისის "ტორპედოდან" ორი ფეხბურთელის დამატება სურდა. მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გიორგი ქიმაძისა და როინ კვასხვაძის ტრანსფერები. არადა, ეს ფეხბურთელებიც მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდნენ "დილას", რაც შედარებით გააძლიერებდა გორელთა პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ქიმაძე და კვასხვაძე ქუთაისურ კლუბში დარჩნენ.

ამასობაში, "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და "სამტრედიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. სოსიაშვილის გუნდში ითამაშა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯენგ-ჯენგ კრისტიანმა. გუშინ კი გავიგეთ, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა აფრიკელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.

გორელები შეკრებას 17 ივნისიდან იწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დილა" 18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართავს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, ხოლო 23 ივნისს სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

სინათლე გვირაბის ბოლოს
ამასობაში, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, "დილას" შეძენით სერიოზული ებრაული ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი და ისინი უკვე შეხვდნენ როგორც "დილას" წარმომადგენლებს, ისე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, "დილა" ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოს კი ძალიან უნდა აწყობდეს კლუბში სოლიდური კერძო ინვესტორის გამოჩენა. ჯერ ერთი, ამით ის ტვირთს შეიმსუბუქებს და მეორეც - ქართულ ფეხბურთში ახალი კერძო ინვესტორი თუ გამოჩნდა, ამ საქმეში წვლილს სახელმწიფოც გაიღებს.

ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ. იგეგმება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსის, საცურაო აუზის, კვების ბლოკის მშენებლობა და ასე შემდეგ...

გარდა ამისა, მისასალმებელია ებრაელი ბიზნესმენების ნებაც - ისინი მზად არიან, სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის მექანიზმი მაინც დაუტოვონ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ინფორმაცია "დილაში" დაგვიდასტურეს, "ლელო" დაუკავშირდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სოსო ოქრომელიძეს, რომელმაც "დილასა" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაახარებს "დილას" და ქართული ფეხბურთის ქომაგს.

ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. არაფერია გამორიცხული. ეგაა, სახელმწიფომ კლუბზე კონტროლის რაღაც მექანიზმი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რადგან, თავადაც იცით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კლუბების დახმარება", - გვითხრა ოქრომელიძემ.

* * *
დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი დაემატება, მათი რაოდენობა დღეს ხომ ასე მცირეა. იმისიც გვჯერა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ფეხბურთით დაინტერესებულ ებრაელ ბიზნესმენებს.

რაც მთავარია, იმისიც გვჯერა, რომ პოტენციურ ინვესტორებს მართლა გულით უნდათ საქმის კეთება...

გორული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინვესტორს კლუბის შეძენა ნდომებია და მთელი რიგი არცთუ ობიექტური მიზეზების გამო გარიგება ჩაშლილა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასე აღარ მოხდება და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ძლიერი და წელში გამართული კლუბი იქნება, მანამდე კი ამ კლუბს ქვეყნის ღირსება ევროტურნირებში აქვს დასაცავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
ხორგუაშვილიც დამნაშავეა, ბევრ სხვა ადამიანებთან ერთად ვინ ამართლებს, და თქვენ ვინც ამ ყველაფერს სიხარულით შეჰყურებთ, თქვენც დამნაშავეები ხართ. მაგაზეა საუბარი რო ვერ განვითარდება ეგრე კლუბი, განვითარებას არავინ უშლის ხელს. რას ედრებით ინგლისს და ესპანეთს. სღვაგან ხართ საერთოდ. ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ გერჩივნოთ, თუ განვითარება გინდათ... ბავშვთა ფეხბურთი ხომ იცით რას ნიშნავს?:)
Maxare
15 ივნისი 2016 23:17
0
მოკლედ რა სისულელეებს წერთ ხალხო!
კარგი ხდება ცუდს წერთ, ცუდი ხდება ცუდს წერთ.
ნუთი ყველაფრის ცუდი მხრიდან დანახვა შეგიძლიათ, არ შეიძლება რომ პირიქით მოიქცეთ და კლუბს მოუწონოთ მხარი დაუჭიროთ ამ საქმეში.
დგახართ აქ და ხან მერიას ხან კლუბის ხელმძღვანელობას ლანძღავთ. ღმერთმა ქნას ეს საქმე გამოვიდეს და თუ ასეიქნება ეს ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. თქვენ მხოლოდ ბოღმით ხართ გაჟღენთილები და სხვა არაფერი.
Cota Dafiqrdit
15 ივნისი 2016 23:15
0
sulxana-ს რა სისულელეს იძახი საერთოდ ოე უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანოს და სულარმაინტერესებს მოდებაძე სად ითამაშებს აგერ სამტრედიაში გადავიდეს. ინგლისის კლუბები შეიხებს რომ აქვთ დააქციეს კლუბები?! (ამ შემთხვევაში ინგლისი მაგალითად მოვიყვანე უცხოელ ინვესტორთან დაკავშირებით რომ გაქვთ გართულება)
Guro
15 ივნისი 2016 22:29
0
და მერე ეგ შენი ხორგუაშვილი არ იყო სულ დილას სათავეში??? რატო არ წამოწია ეგ გორელი ბიჭები თუ ვის უნდა წამოეწია.? სამაგიეროთ მილიონები ხო გააქრეს ჰაერში ადვილად. ამიტომ ახლა აცალონ კლუბს განვითარება
maxare-ს
15 ივნისი 2016 21:55
0
მოკლედ ფიქრობთ, უსტად ვიცი რა ხალხიც იქნებით, სტადიონზე შესაგინებლად რო დადიან მარტო. ჩამოსულები რო თამაშობენ ეგაა პრობლემა ზუსტად, ამ დროის მანზილზე გორელი ბიჭები რო წამოეწიათ ისინი ითამაშებდნენ დგეს ბევრად ნაკლებ თანხებში და ბევრად უკეთესად.. მართო ერთი მიმართულებით ნუ იყურებით..
Maxare
15 ივნისი 2016 20:47
0
ებრაელს რა უნდა გორშიო ვინც ეს დაწერა რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ, ჯერ ეს ერთი წარმოშობით გორიდან წასული ებრაელები არიან როგორც ირკვევა და პირველ რიგში გორის სიყვარულის გამო უნდათ დილაში ინვესტირება თანხის და რომც არ იყოს მთელი მსოფლიოს კლუბები ეხვეწებიან არაბ, ჩინელ თუ რუს ინვესტორებს ფულის ჩადებას კლუბებში. სერიოზული და გარდამტეხი მომენტია და თუ საჭიროა ცენტრალური ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტროც უნდა ჩაერიოს რათა ვიღაცეებმა ინვესტორი არ შეაფერხონ პირადი ვიწრო ინტერესების გამო
შარი აქაურობას
15 ივნისი 2016 18:50
0
აჰა გამოვიდა უკვე მაფიოზების გამპრავებელი სასტავი. ჯერ ეს ერთი დღესაც 95პროცენტი არაგორელი თამაშობს დილაში და რა პრობლებმაა? რომელ წესიერ კლუბში თამაშობს მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელი აბა დაწეროს ვინმემ. დიახაც ახალი ბევრად ძლიერი ფეხბურთელები და მენეჯმენტია კლუბში საჭირო და ვინც ინვესტორის მოსვლას ეწინააღმდეგება ის არის ადგილობრივყი მაფიის კაცი, რომელსაც თანამედროვე კლუბი არ აწყობს იმიტო რომ მაფიას მმოეჭრება საცეცები
მაფია უკვდავია
15 ივნისი 2016 18:35
0
50% წილი თუ არ მოითხოვეს ქართველებმა,მოლაპარაკება შედგება.
vaxvax
15 ივნისი 2016 17:36
0
არ არიან ქართველები ან ტვინი არ აქვთ, ორი ვარიანტია :(
gogi
15 ივნისი 2016 17:22
0
Imedia kargad damtavredeba molaparakeba .warayebebi dila gors
Zoro
15 ივნისი 2016 17:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული