11:26 20-06-2016
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ადრევე გაცნობეთ, რომ გორელებმა გრიგოლ დოლიძე და ლუკა რაზმაძე შეიმატეს. ამას გარდა, სოსიაშვილმა დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში დააწინაურა ცოტნე ჩხიკვაძე, დავით კაპანაძე და ერეკლე გულუაშვილი.
მოგეხსენებათ, "დილა" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორისაა 22 წლის ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი, რომელსაც კახა ცხადაძის დროს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. ის კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. "ლელო" ამ ტრანსფერის თაობაზე უკვე წერდა.
შაბათ საღამოს, "მიხეილ მესხზე", "დილა" ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მოგეხსენებათ, შარშან სწორედ "გაბალამ" დაითხოვა თბილისის "დინამო" ევროთასებიდან და მერე ევროპალიგის ჯგუფშიც ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)
![](/images/new_photo/allnews_new_rss.png)