10:31 23-06-2016
"სამტრედიამ" სლოვენიურ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამო" 5:1 გაანადგურა [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ეს ძლიერი გუნდი გახლავთ და, შესაძლოა, ბევრმა ჩათვალა, რომ სამტრედიელებს "გაუვარდათ", მაგრამ 22 ივნისს გამართული შეხვედრის შედეგი გვაიმედებს, რომ ცეცაძე და კომპანია სწორ გზაზეა.
თავად განსაჯეთ: რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და უეფას რეიტინგში მე-15 ადგილზეა. იმერელთა გუშინდელ მეტოქესაც არ სჭირდება საგანგებო წარდგენა - ბუქარესტის "დინამო" რუმინული საკლუბო ფეხბურთის გრანდია "სტიაუასთან" ერთად. დღეს შეიძლება ის ვეღარ არის იმ დონის, ძველად რომ გვახსოვს, მაგრამ რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე გასული გუნდი რომ ხელწამოსაკრავი არ იქნება, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება...
მაგრამ "სამტრედიამ" გუშინაც ჩინებულად ითამაშა: 31-ე წუთისთვის ცეცაძის გუნდი 4:1 (?!) იგებდა. დასაწყისშივე, მეტოქის განადგურება იმერელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაიწყო. მერე თავი შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა გამოიჩინა. მცირე ხანში, ბაჩანა არაბულმა და ბუდუ ზივზივაძემ სამტრედიელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს - 4:0.
ტაიმის ბოლოს რუმინელმა ვალენტინ ლაზარმა სხვაობა შეამცირა, თუმცა მეორე ნახევარში არაბულმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1. საინტერესოა, რომ თბილისის "დინამოდან" მოსულმა არაბულმა 2 ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სამტრედია: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ჯიქია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე; შეცვლაზე: მეშველიანი, მანჯგალაძე, მთივლიშვილი, ახალაძე, ცნობილაძე, ნინუა, კერძევაძე, მარკოზაშვილი, გამყრელიძე, ხაბეიშვილი.
მთავარია, გია ცეცაძის გუნდმა იგივე შემართება და აგრესიულობა ევროპალიგაზე აზერბაიჯანულ "გაბალასთანაც" გამოავლინოს. იმედია, ასეც მოხდება. ბუქარესტის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩით კი "სამტრედიამ" სლოვენიური შეკრება დაასრულა და საქართველოში დღეს დაბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამ გუნდმა ასე უნდა გააგრძელოს სტრატეგია არ უნდა შეცვალონ და ეტაპობრივად უნდა განვითარდენ.სამტრედიაში ბუნებრივ საფარს თუ დააგებენ კარგი იქნება.
0
0
ისე რუმინელებს მაგარი "დირკა" მეკარე ყავდატ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული