"სამტრედიის" დირექტორი: აზერბაიჯანელებთან ინციდენტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ფოტოზე: "გაბალას" ქომაგების პროვოკაციული ბანერები
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ აზერბაიჯანულ azerisport.com-თან ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" მომავალ დაპირისპირებასა და გულშემატკივართა შორის ინციდენტების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, შანსებს თანაბრად მივიჩნევ. არც ის ფაქტი გვაშინებს, რომ წინა სეზონში "გაბალამ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა. კი, დიდი ხანია, ჩვენ არ გვითამაშია ევროტურნირზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსები მცირე გვაქვს.

რაც შეეხება გულშემატკივრების დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული და ზერბაიჯანული გუნდების თამაშების დროს (იგულისხმება
"დინამო"-"გაბალას" და "ჩიხურა"-"ნეფთჩის" მატჩები), შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგივე არ გამეორდეს.

ინციდენტები არ გვჭირდება, მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვსურს", - განაცხადა შალამბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაბალაში წინასწარ ზეიმობენ შემდეგ წრეში გასვლას,მე დიდი იმედი მაქვს სამტრედია ჩაუშხამრბს ამ ზეიმს
ალეკსანდრე
10:15 24-06-2016
0
ვინც არ იყო შარშან გაბალაში დინამოს თამაშზე თავს ნუ გამოიდებთ მათი სტუმართმოყვარეობით, რაც ტელევიზზით ნახეთ ეგ არაფერია, როგორც ყოველთვის ჩვენთან ყოველთვის უცხოელია მართალი და ქართველი მტყუანი, უმეტესობამ მაინც იცით რა ხდება თბილისში, ბათუმში იცით რომ მართალი ყოველთვის უცხოელია. არაპროფესიონალი კადრები რომ მლავლად გვყავს სახელმწიფოში და რომ ცდილობენ ყველაფერი პოლიტიკური სარჩული მოუძებნონ ან სულაც უმიზეზოდ "გაგტისკონ" ალბათ ხვდებით. და ბოლოს, არაფერი მითქვამს მატჩის დიქტორზე, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანულ (იყო ალტერნატივა რუსულ ენაზე და არა საერთაშორისო ნორმით ინგლისურად გამოცხადებისა, რაზედაც „დინამოსგან“ მიიღეს უარი) ენაზე აცხადებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვსწავლობ თურქულ ენას და ამიტომ ცოტა აზერბაიჯანულიც მესმის, რამდენჯერმე დიქტორისგან ანტიქართული, შეურაცმყოფელი მოწოდებაც გაისმა, რასაც აღფრთოვანებით აყვა ანტიქართულად აჟიტირებული ქაბალური სტადიონი და ამას, რამდენიმე წუთიანი „დინამო პიდარასტ“ შეძახილიც მოჰყვა. სხვათა შორის, ქაბალში ჩასული მართლა ველოდი ვინმესგან ნაცნობი ფრაზის hoşgeldin (კეთილი იყოს თქვენი მობრძანებას ნიშნავს) გაგონებას, მაგრამ „შეჰერის“ 5000-იან სტადიონზე, როგორც სჩანს, ამაოდ.
ანტონიო კანდრევა
22:57 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული