თბილისის "ლოკომოტივი": სპარინგები და ნიკა ჭანტურიას დაბრუნება

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ახალი სეზონისთვის მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს. საწვრთნელ პროცესში გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსაც ჩაერთო.

"ლოკომოტივი" უცხოურ შეკრებას 17 ივლისიდან გეგმავს. გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება. მანამდე კი საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობს. დაგეგმილია 3 საკონტროლო მატჩიც. სარაგოსას ბიჭები სამივე მატჩში პირველი ლიგის გუნდებს დაუპირისპირდებიან: 2 ივლისს "გაგრას", 9-ში - "გარდაბანს", ხოლო 15-ში - "მარკ სტარსს".

და პოზიტიური სიახლეც - გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება ნიკა ჭანტურიამაც დაიწყო. 21 წლის მცველი "ლოკომოტივს" თბილისის "დინამოდან", გასული ჩემპიონატის მეორე ნახევარში შეუერთდა და გუნდს 8 მატჩში დაეხმარა, მაგრამ
შემდეგ სერიოზულად დაშავდა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ჭანტურიამ მაისში ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშობს კიდეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული