მაგრამ დასრულდა სეზონი და კარგა ხანს უცნობი იყო, როგორ მოგვარდებოდა პრობლემა - ისევ სარაგბო არენაზე იქნებოდნენ თუ ისევ სხვა ქალაქში მოუწევდათ სტადიონის დაქირავება...
გაირკვა, რომ ფოთელებს სტადიონის დავალიანება ჰქონდათ და საკითხის მოსაგვარებლად ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძეს მიმართეს. შევიტყვეთ,
გუშინ კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფოთის "პარკი არენაზე" მინდვრის ტექნიკური მომსახურების ჯგუფი მიავლინა (ხელმძღვანელი ალექსანდრე თორია), რომელიც იქ კონკრეტულ სამუშაოებს ჩაატარებს.
გასაგებია ფოთელთა დაინტერესება, ითამაშონ საკუთარ ქალაქში. გარდამავალ ჩემპიონატში თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება, სხვა ქალაქში თამაშით კი კოლხებს ლიგაში დარჩენის შანსი შეუმცირდებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"