გორის "დილა" დავით კვირკველიამ და გრიგოლ დოლიძემ უკვე დატოვეს...

AutoSharing Option
თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გორის "დილა" ევროპალიგაზე სომხური "შირაქის" ბარიერს ვერ გადალახავდა, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებდა.

- შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

ამ ეტაპზე წასული მხოლოდ ორია, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. "დილა" დატოვეს გამოცდილმა მცველმა, 36 წლის დავით კვირკველიამ და ფლანგის ნახევარმცველმა, 33 წლის გრიგოლ დოლიძემ.

კვირკველია კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. რაც შეეხება დოლიძეს, ის ქუთაისის "ტორპედოში" იასპარეზებს, სადაც ადრეც თამაშობდა.

"დილას" ფეხბურთელებზე საკმაო მოთხოვნაა და არ არის გამორიცხული, გუნდი ლექსო კვახაძემ, გივი ქარქუზაშვილმა, ირაკლი მოდებაძემ და სხვა ფეხბურთელებმაც დატოვონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
მე კი ვიქნები კარგად ჩემო ბიძიკოებო,მაგრამ გორის ფეხბურთის რა მოგახსენოთ,მე სიმართლე გითხარით,თქვენ კი,როგორც ყოველთვის არაადეკვატურები ხართ,კაი აპა მაპათიეთ მეტ რჩევას აღარ მოგცემთ,ისე სოსიაშვილი არსად დაგეკარგოთ მაგარი მწვრთნელია,ვავა გორი,ვავა საქართველო.
roma
17:03 13-07-2016
0
გორის დილას პატრონი როცა ყავდა ფეღბურთელებიც ყავდა დათამაშებსაც იგებდა. 2012 წლის მერე იშლება და იშლება ეს გუნდი და საბოოლოოდ დაიშალა კიდეც... აი ეს არის ჩვენი რეალობა... ამიტომ ვაგებთ უკვე ყველასთან...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული