გორის "დილა": სპონსორთან დაკავშირებით ვითარება უახლოეს დღეებში გაირკვევა

AutoSharing Option
გორის "დილამ" ამხანაგური მატჩები დაგეგმა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გორელები 18 ივლისს საკუთარ მოედანზე პირველ ლიგაში გადმოსულ "გარდაბანს" გაეჯიბრებიან, 19-ში "ბორჯომს" მიიღებენ, 23 ივლისს - "ჩიხურას", ხოლო 27-ში - "რუსთავს".

ასევე, 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილია ამხანაგური თამაშები ორ თბილისურ გუნდთან, "ვიტ ჯორჯიასა" და "ლოკომოტივთან".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "დილა" 13 აგვისტოს ჩაერთვება და "თენგიზ ბურჯანაძეზე" ოთარ გაბელიას "ზუგდიდს" უმასპინძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ დოლიძისა და დავით კვირკველიას შემდეგ "დილა" ლევან საბაძემ, ლაშა ჯაფარიძემ და თამაზ კიკაბიძემაც დატოვეს.

"გუნდიდან ოფიციალურად მხოლოდ
დავით კვირკველია და გრიგოლ დოლიძე წავიდნენ. სხვა ფეხბურთელებს ჯერ არ აუღიათ გათავისუფლების ფურცელი.

არის მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში რაღაც გაირკვევა სპონსორთან დაკავშირებით. ამ საკითხზე აუცილებლად მოვიწვევთ პრესკონფერენციას", - გვითხრა "დილას" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ კარტოზიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ესეთი გაურკვეველი სტატიებისას ყოველთვის ჟურნალისტზე მეშლება ნერვები...
გითხრა ხოო რომ უახლოეს დღეებში რაღაც გაირკვევა სპონსორთან დაკავშირებითო, ხოდა შე კაი კაცო გეჩქარება სადმე თუ ტელეფონის ბალანსს უფრთხილდები, დაუსვი კითხვები ვინ არის პოტენციური სპონსორი, რა თანხაზე და პირობებზეა საუბარი, რამდენი წლით დაფინანსებაზე, ვინ აწარმოებს კლუბის მხრიდან მოლაპარაკებებს და ა.შ. აბა ეს გაურკვეველი რაღაც გითხრა და ხო კაიო და გაუთიშე? კაი ჩვენ არ გვეუბნები თვითონ არ გაინტერესებს? თუ არ გეუბნება და მალავს ეგეც თქვი, ჟურნალისტის პროფესიონალიზმიც ისაა რომ რომ არ გეუბნებიან გამოსტყუო ინფორმაცია, რაღაც მაინც ათქმევინო, მეორეს დაურეკო, მესამეს და მოიპოვო მაინც ინფორმაცია, აბა მარტო ამის დაწერას რა აზრი აქვს?
Walkabout
17:07 18-07-2016
0
ხალხო, სპონსორის თემა მოგვარებულია როგორც იქნა, დილა ისევ კარგი გუნდიყ იქნება არ ინერვიულოთ ;-)
კაროჩე
17:00 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული