კოლხების მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე ეს 19 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: ლაშა ძაგანია, გაბრიელ თებიძე;
მცველები: გიორგი კილასონია, ალეკო ჩაკვეტაძე, ომარ გოგონაია, თორნიკე შალიკაშვილი, ცოტნე ქებურია;
ნახევარმცველები: გიგა წურწუმია, ლაშა ჯღამაია, დავით ბოლქვაძე, გურამ ლუკავა, შოთა კერძევაძე;
თავდამსხმელები: ბიჭიკო გედენიძე, ნიკა ტუღუში, ვიტალი ივანკო, ვლადიმირ კორობკა, თამაზ ჟიშკარიანი, გიორგი ნიქაბაძე, მიხეილ ჯორბენაძე.
როგორც "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გვითხრა, კოლხებს კიდევ
ცნობილი გახდა, რომ თურქეთში გამგზავრებამდე "კოლხეთმა" მეკარე დაიმატა. ეს გახლავთ 21 წლის გაბრიელ თებიძე, რომელიც გულშემატკივარმა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო. ის გია ცეცაძის იმ 19-წლამდელთა წევრი გახლდათ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ელიტრაუნდში კი სწორედ თებიძის კარგი თამაშის დამსახურება იყო, გუნდმა ბელგია, ინგლისი და შოტლანდია ჯგუფში რომ ჩატოვა.
თებიძე ირიცხებოდა რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში", ლანჩხუთის "გურიაში", ხოლო დასრულებული სეზონი "სამტრედიაში" გაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორიც გახდა, მაგრამ მეორე წრეში ის "სამტრედიას" დაემშვიდობა და მას შემდეგ უგუნდოდაა.
სამწუხაროდ, ეს ნიჭიერი მეკარე ჯერ ვერ გაიხსნა, მაგრამ სანაიას მსგავსი პრობლემების მქონე ბევრი მოთამაშე "დაუქოქავს" და იმედია, თებიძესაც შეიყვანს ფორმაში. თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული - მეკარემ თავადაც უნდა მოინდომოს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფოთელებმა "სამტრედიიდან" 23 წლის ნახევარმცველი შოთა კერძევაძე დაიმატეს, რომელიც ევროპალიგაზე "გაბალასთან" განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
ფოთის "კოლხეთი" პირველ საკონტროლო შეხვედრას აზერბაიჯანულ "სუმგაითთან" ჩაატარებს. სანაიას გაწვრთნილები კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 20 ივლისს თურქულ "სამსუნსფორს" დაუპირისპირდებიან, 24-ში ზაურ სვანაძის გაწვრთნილ ბაქოს "ინტერს", ბოლოს კი - თურქულ "სივასსფორს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"