გორის "დილა": გამარჯვება "გარდაბანთან", ფრე "ბორჯომთან"

AutoSharing Option
გორის "დილა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისათვის ემზადება. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. "დილა" ჯერ პირველ ლიგაში აღზევებულ "გარდაბანს" შეხვდა და 4:0 მოუგო.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში გიორგი ერისთავმა გახსნა. მალე თავი ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რასაც გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილის, გიორგი კურმაშვილის დუბლი მოჰყვა.

დილა: ბეგაშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ლომიძე, სამხარაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ნონიკაშვილი, ერისთავი, გამცემლიძე, მოდებაძე; შეცვლაზე: ქათამაძე, კურმაშვილი, კაპანაძე.

ამის შემდეგ "დილა" სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებით დაუპირისპირდა "ბორჯომს". შეხვედრა 1:1 მორჩა. გორელთა რიგებში თავი კაპანაძემ გამოიჩინა.

როგორც კლუბის
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ კარტოზიამ გვაცნობა, ამ დროისთვის "დილა" ყველა იმ ფეხბურთელს ინარჩუნებს, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გუნდში დარჩნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარტოზია ცოცხალი ყოფილა?! 19 თამაში იყო ბორჯომთან და დილას პრესსამსახურს ერთი სიტყვაც არ დაუწერია ან რა ანგარიში მორჩა,ან ვინ ათამაშეს(11 კაცი თუ მოაგროვეს)მარტო ფული ფული მაგას გაიძახიან.
0
მას შემდეგ რაც შირაქთან წააგო დილამ, მას მერე ამ გუნდზე სულ დავკარგე წარმოდგენა. დინამომ დაგვანახა რა დაბალი დონის გუნდები ყოლია სომხეთს. მათთან წაგების მერე თავი აღარ უნდა გამოყო გარეთ ძამია.
კიკა
13:35 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული