10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის მოედანს არ გაკარებია. 23 წლის უნივერსალს საქართველოს ნაკრებში ხშირად იწვევდნენ (3 მატჩი). შარშან პაპავა კვიპროსულ "ნეა სალამინაში" თამაშობდა და მოლაპარაკება ჰქონდა ბერძნულ გრანდ ათენის აეკ-თან, სადაც თავის დროზე თემურ ქეცბაია თამაშობდა, დღეს კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია...
მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა, "ნეა სალამინას" ბიუჯეტი გაუნახევრდა და ქართველი კვიპროსული კლუბიდან წამოვიდა. მოულოდნელად, ბერძნული გრანდის ნაცვლად, ის შარშან ზაფხულში გორის "დილაში" აღმოჩნდა და გუნდს ბელგრადის
მერე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და ნოემბერში, ქობულეთის "შუქურასთან" მატჩში, პაპავას ჯვარედინი იოგი დაუზიანდა. ფეხბურთელმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის შემდეგ, ვარჯიში ახლახან განაახლა.
პაპავას სამი ქართული კლუბი დაელაპარაკა. მას კონტრაქტის ნახევარი წლით გაფორმება სურს, რადგან კვლავ უცხოეთზე უჭირავს თვალი. ქართულ კლუბებს კი წელიწადნახევრიან ხელშეკრულებაზე ნაკლები არ აწყობდათ და ეს ვარიანტი ჩაიშალა. პაპავამ ივლისში "ლელოსთან" კომენტარში თქვა, რომ მენეჯერი მამუკა ჯუღელი კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" გადასვლას შეჰპირდა...
მაგრამ, საბოლოოდ, ისევ "დილაში" აღმოჩნდა.
პაპავასთან ერთად, გორელებს გარდამავალ ჩემპიონატში ზურაბ არზიანიც ("დილას" კიდევ ერთი ყოფილი ნახევარმცველი) დაეხმარება. 28 წლის არზიანი "თენგიზ ბურჯანაძეზე" 2012/13 წლების სეზონშიც თამაშობდა, რის შემდეგაც რუსული და უნგრული კლუბები მოიარა.
შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში თავისუფალი იყო და სტარტს 14 აგვისტოს, "ზუგდიდთან" საშინაო მატჩით აიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"