"ზუგდიდის" დაფინანსებას უკრაინელი სპონსორები დღეიდან ოფიციალურად შეუდგებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დაფინანსებას უკრაინელი სპონსორები დღეიდან ოფიციალურად შეუდგებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის ხელმძღვანელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ს.კ. "ზუგდიდის" საპატიო პრეზიდენტმა ირაკლი გოგოხიამ და ს.კ. "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ, კონტრაქტს ოფიციალურად ხელი მოაწერეს. კონტრაქტის გაფორმებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ლევან გულორდავაც ესწრებოდნენ.

- უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?

კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები დღეიდან იღებენ ვალდებულებას ს.კ. "ზუგდიდის" დაფინანსებაზე,
ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

შეგახსენებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდის" 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები არიან, ხოლო კლუბის 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს.

სკ "ზუგდიდის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ მივახწიე ტკვენამდე ჩემი კომენტარიდ საინტერესოა
ნორა
20 აგვისტო 2016 06:50
0
იცოდიტ რას მოგწერდატ ხალხი და გამოიჩინიტ ტვინი წაშლის
ნორა
20 აგვისტო 2016 06:47
0
вас ни за какие свои решения совесть не мучает наверно у вас ее просто НЕТ очень скоро Зугдиди будет играть на кубок УЕФА
Нора Эмухвари
20 აგვისტო 2016 06:44
0
უსაქმურებო!!!! თქვენი მოსაწონი გადაწყვეტილება ხომ ვერ მიიღო ვერავინ, არ ყავს გუნდს სპონსორი და რატო არ ყავსო? გამოუჩნდება ვინმე და აბა ფულის გათეთრებაო და საშინელებები!!! ცოტა პოზიტივი გადმოანთხიეთ მაგ თქვენი უსაქმური და მთელი დღე ნეგატივის მბეჭდავი კლავიატურებიდან და ეგება ეშველოს ამ სპორტს ოდესმე. სულ რომ სხვებს აკრიტიკებთ, თქვენი გაკეთებული საქმე დადეთ ერთი რომელია რომ ხალხმა გაარჩიოს ვის დაეჯერება და ვის არა
usaqmurebo!!!
19 აგვისტო 2016 21:40
0
აბა, ზუგდიდში უკრაინელებს ფულს გააკეთებინებენ? გათეთრება კი ბატონო,ქართველებს ეს ვარიანტი ძალიან მოსწონთ,მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ვინ იცის
vaxvax
19 აგვისტო 2016 20:03
0
რაღაც ფულის გათეთრების ამბავს გავს.
კოკი
19 აგვისტო 2016 15:34
0
უკრაინელებს თავიანთი კლუბები ეშლებათ და აქ რაის გამკეთებლები არიან? აგერ მე და აგერ თქვენ თუ მალევე არ გაიქცნენ.
dato
19 აგვისტო 2016 14:49
0
უკრაინაზე გაიჭრა კანალ'ი? :)
ქუთაისელი
19 აგვისტო 2016 14:31
0

სიახლეები პოპულარული