არადა, გარდამავალი ჩემპიონატი თავისი გზით მიდის, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ფინანსური კრიზისის ფონზე გუნდი ვერ ახერხებს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.
კომენტარისთვის მივმართეთ "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს:
"შეიძლება ითქვას, "დილა" ისევ ჰაერშია გამოკიდებული. არის ფორმალური მხარე, რომელიც ვერაფრით მოგვარდა, რათა გუნდი გადაეცეს ახალ ინვესტორს. ასეთ ვითარებაში წარმატებაზე ფიქრი რთულია...
ყველაფერი მესმის, მაგრამ დრო აღარ ითმენს. კარგი იქნება, თუ "დილა"
ამჟამად ჩვენს გუნდში ვარჯიშობს ებრაელი ლეგიონერი, რომელსაც ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს და არაერთი გოლიც გაუტანია. მასთან კონტრაქტს კი ვერ ვაფორმებთ, სანამ სპონსორის საკითხი არ გაირკვევა.
რაც შეეხება გიორგი პაპავას, ის "დილაში" ვარჯიშობს. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, მოვლენები დავაჩქაროთ. საქმე ისაა, რომ პაპავას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ტრავმა და ახლა ის თანდათან შედის ფორმაში", - გვითხრა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "დილამ" სეზონისთვის მზადება ადრე დაიწყო და ევროპალიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლა 11-მეტრიანების სერიაში დათმო სომხურ "შირაქთან". კლუბს უკვე მაშინ აწუხებდა ფინანსური კრიზისი.
ებრაელი ინვესტორები მზად არიან, "დილას" ინფრასტრუქტურა ევროპულ დონეს შეუსაბამონ და, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერონ შემადგენლობაც, თუმცა ფორმალურ მხარეს თავი ვერა და ვერ დაედგა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
tore tu magatac uari tqbes mere gviani iqneba kai safulao aqvt dilas saxit datviton isqeleben jibeebs