ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2 - ბათუმი ახალ ტალღაზე

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში, "ზუგდიდში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. კლუბმა მეპატრონე გამოიცვალა, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები. დაიმატეს 23 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ოლექსანდრ ერმაჩენკო, 19 წლის ესპანელი ფორვარდი ედგარ კაპაროსი, 26 წლის გვინეელი მცველი ფუსენი ბამბა და უკრაინელი გოლკიპერი გენადი ლიტოვჩენკო.

ბოლო შენაძენი კი კიევის "დინამო 2"-ის მცველი, 23 წლის ბადრი აქუბარდიაა, რომელსაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მან სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა, გუნდი კი მოედანზე პირველად გაიყვანა ვლადიმირ ლიუტიმ. ჯერჯერობით, "ახალი ცოცხის" პოლიტიკის შედეგები არ ჩანს და ეს არცაა გასაკვირი, თუმცა ფაქტია - "ზუგდიდმა" ჩემპიონატის
მესამე მატჩიც დათმო.

მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ლევან წურწუმია ვერ დაეხმარა, ხოლო ბათუმელებს - გიორგი ქავთარაძე. მეტოქეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ბამბას თავური და გიგი იოსელიანის შეტევები უშედეგოდ დასრულდა.

სტუმართაგან პირველი სახიფათო მომენტი არჩილ ტვილდიანის ფლანგურ გადაცემას მოჰყვა, მაგრამ გუჯა ლობჯანიძის თავურის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. ასევე მოხდა მე-19 წუთზე, როცა ბათუმელებმა კუთხური შეასრულეს, კარში კი დავით კვირკველიამ დაარტყა და მიზანს ვერც მან მიაღწია.

28-ე წუთზე ზუგდიდელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როცა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გურამ სამუშიამ ფეხი დაჰკრა, მაგრამ მცველი გადაეღობა და სტუმრები გადაარჩინა.

ბათუმელებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს: 58-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი "დინამოს" კაპიტანმა თემურ შონიამ და ბომბარდირთა დავაში უკვე 5 გოლი დაუგროვდა.

ლიუტიმ შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე დიმიტრი თუთბერიძე და ლაშა კუკავა შეიყვანა, მაგრამ ზუგდიდელებმა სასურველ შედეგს მათი აქტიურობის მიუხედავადაც ვერ მიაღწიეს. მეტიც, შეცვლაზე შესულმა ნიკა კვანტალიანმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

ლიუტის გუნდმა ისევ შეუტია და კუკავას წაქცევისთვის პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ... მერე, უკვე დამატებულ წუთებზე, უკრაინელმა ლეგიონერმა ერმაჩენკომ სახიფათოდ შეასრულა "სტანდარტული" და ბურთი ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმელები სათავეში უდგანან "წითელ ჯგუფს", ზუგდიდელები კი კვლავაც უქულოდ არიან.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური. "წითელი ჯგუფი"
27.08. ზემო ეწერი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 შონია (58), 0:2 კვანტალიანი (79)
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, დინ-კონტეჰი, ბ. აქუბარდია, ბამბა, იოსელიანი (57. თუთბერიძე), ზოზულია (64. კუკავა), ტყემალაძე, გ. სამუშია, ერმაჩენკო, კაპაროსი (73. ბეჭვაია).
სათადარიგოები: ზარქუა, გ. ქანთარია, გ. მაჩაიძე, ნ. ქირია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, შონია, თარხნიშვილი, მარიანოვიჩი (55. კვანტალიანი), თევდორაძე (77. ჭკუასელი), ფონიავა, ლობჯანიძე (88. ვარშანიძე).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ვ. ქორიძე, კეკუა, გაბდოლინი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილებები: კუკავა (66), დინ-კონტეჰი (82), ტიმოფეევი (89)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Zugdidi gavida gagma.marilze.
Goga
14:00 30-08-2016
0
Batumis dinamo 1adgilas gavaa ejvi aravis sheeparos
0

სიახლეები პოპულარული