უმაღლესი ლიგა. VI ტური: თბილისურ დერბიში გოლი არ გასულა

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები, "ლოკომოტივი" და "დინამო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

ასევე 0:0 დასრულდა თამაში ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის.

ერთნაირი ანგარიშით 2:1 "გურიამ" სტუმრად "ჩიხურას"მოუგო, ხოლო "სამტრედიამ" - გორის "დილას".

დღის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც "ტორპედო" ქუთაისში "ცხინვალს" უმასპინძლებს, 19:00 სთ-ზე დაიწყება. ტური კი კვირას, "ზუგდიდისა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც ზემო ეწერის მოედანზე 16:30
სთ-ზე დაიწყება.

უმაღლესი ლიგა. VI ტური
თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 1:2
გოლები: 0:1, 0:2 ევგენი მურაშოვი (პენ.16, 33), 1:2 საბა ლობჟანიძე (83).

17.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 0:0

17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ცხინვალი

წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ალეკო გამცემლიძე (61), 1:1 ბაჩანა არაბული (79), 1:2 გიული მანჯგალაძე (87).

17.09. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-სიონი 0:0

18.09. ზემო ეწერი. 16:30
ზუგდიდი-საბურთალო
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ სამტრედია,სუფთა საჩემპიონი კლუბი დგება.
რესპექტ გორელ გამცემლიძეს, თვით მიგინეიშვილიც კი უძლური იყო ისეთი ბურთი გაუტანა. რესპექტ მოდებაძეს, ნამდვილ მუშა მგელს და თავის კლუბის პატრიოტს,ასეთების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ სხვები,
Guadua
19:28 17-09-2016
0
და ყოჩაღ გიორგი ვადაჭკორიას რომელმაც 100% პენალტი არ დანიშნა სამტრედიის კარში და ყველა საკამათო ეპიზოდში სამტრედიის მხარე დაიჭირა
ირაკლი
20:51 17-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული