დინამო(ბთ)-სიონი 0:0 - ახლა ქულაც აღარ კმარა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონისთვის" ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსთან" გამართულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და მხოლოდ მე-5 ტურში გაიმარჯვეს. ამდენად, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ახლა თითოეულ ქულას მათთვის ოქროს ფასი ადევს.

"ზუგდიდთან" გამარჯვება შედარებით ადვილი იყო, რადგან ვლადიმირ ლიუტის გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერია. მაგრამ სტუმრად, ლიდერთან ქულის აღება გაცილებით რთული ამოცანა იყო.

ამჯერადაც, ბოლნისელები მოედანზე არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის დუეტმა გაიყვანა.

ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც ორივე გუნდს ჰქონდა. მასპინძელთა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა "სიონის" სახიფათო შეტევის დროს უშეცდომოდ
ითამაშა. მომენტები მასპინძლებმაც შექმნეს და რამდენიმე ეპიზოდში ბოლნისელები მეკარე ნიკა დაუშვილმა გადაარჩინა.

ამრიგად, "წითელი" ჯგუფის ლიდერმა შინ მხოლოდ ქულა მოიპოვა და კონკურენტ "სამტრედიას" დაწევის შანსი მისცა.

მოკლედ, "სიონმა" ბათუმელები კი შეაჩერა და, ერთი შეხედვით, გასვლაზე ლიდერთან მისაღებ შედეგს მიაღწია, მაგრამ ძნელი სათქმელია, აწყობდათ კი ბოლნისელებს ეს ქულა?

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. წითელი ჯგუფი
17.09. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო ბთ-სიონი 0:0
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, მარიანოვიჩი (65. ლობჯანიძე), ქავთარაძე, ფონიავა (72. გეგეჭკორი), თევდორაძე (46. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, ჭკუასელი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ძარია, ჯანელიძე, ხურცილავა, სუშკინი (88. უგულავა), კობახიძე (75. გიორბელიძე), ვოლკოვი (56. სიხარულიძე).
სათადარიგო: მერლანი, სანტოს ფერნანდესი, სვანიძე, ვასილიევი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილებები: თევდორაძე (36), ვოლკოვი (40), გაფრინდაშვილი (86)
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
25 სექტემბერი
ცხინვალი-ჩიხურა
შუქურა-ლოკომოტივი
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია ისვენებს.

წითელი ჯგუფი
24 სექტემბერი
საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი
სამტრედია-ზუგდიდი
კოლხეთი-დილა
სიონი ისვენებს.

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული