უმაღლესი ლიგა. VII ტური. წითელი ჯგუფი: "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" ფრეზე გაიყარნენ
AutoSharing Option
24 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის "წითელ ჯგუფში" ერთი შეხვედრა გაიმართა.
"საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამგვარად, ბათუმელებს 12 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ, "საბურთალო" კი 8 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა.