ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დასრულდა და 15 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. ამ დღეს "წითელი ჯგუფის" ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება, სადაც მეორეადგილოსანი ბათუმის "დინამო" (13 ქულა) ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ ფოთის "კოლხეთს" (12 ქულა) დაუპირისპირდება.

აუტსაიდერად მიჩნეულმა გელა სანაიას გაწვრთნილებმა გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზეს და პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარეს. ერთადერთი, ვისთანაც მისი გუნდი შერცხვა, სწორედ ბათუმის "დინამო" იყო, როცა ფოთის "პარკი არენაზე" აჭარლებმა 5:0 გაიმარჯვეს.

ამის გამო "კოლხები" მეორე წრის მატჩს განსაკუთრებული ინტერესითა და რევანშის წყურვილით ელოდნენ, მაგრამ... გუნდს სერიოზული საკადრო
პრობლემები შეექმნა.

აი, რა გვითხრა ფოთური კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ:

"8 ოქტომბერს, გრიგოლეთის ბაზაზე ლანჩხუთის "გურიასთან" საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და 0:2 წავაგეთ. ამ დღეს თითქმის ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა ითამაშა და, ჩვენდა სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

მთავარი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაშავებული გვყავდა, ლანჩხუთელებთან მატჩში კი მეორე თავდამსხმელს, გურამ ლუკავას საზარდული დაეჭიმა და თუ არ მომჯობინდა, ბათუმელებთან სათამაშოდ თავდამსხმელი აღარ გვეყოლება. არც ვიცით, ვინ შეცვლის მათ.

ამას გარდა, ფლანგის შემტევს, უკრაინელ ლეგიონერ ვლადიმირ კორობკას ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და ისიც მკურნალობს. სასურველ მდგომარეობაში არც ჩვენი მარჯვენა მცველი გიორგი კილასონიაა.

ლანჩხუთელებთან თამაშის დროს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი რასიმ რამალდანოვსაც, რომელმაც ვარჯიში დღეს განაახლა.

ჩვენ მათ იმედად ვიყავით, რადგან საკვანძო ფეხბურთელები არიან. ახლა კი ნამდვილად არ ვიცი, ქობულეთში რა შემადგენლობით ჩავალთ. ამ დანაკლისის შესავსებად, "კოლხეთის" 19-წლამდელთა გუნდიდან 4 მოთამაშე დავიმატეთ - კოკაია, შალიკაშვილი, ხოფერია და მახარაძე. მათგან ერთი თავდამსხმელია. სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
2-0.იგებს ბატუმი
gia.
12:55 13-10-2016
0
ტაქტიკური სვლა მეგრუული:) მე ვიყო:) არადა ყველა ითამაშებს
DINAMO
13:25 13-10-2016
0

სიახლეები პოპულარული