"შევარდენი 1906" მეორე ლიგის "გ" ჯგუფში მოხვდა, რომელიც შემადგენლობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. პირველი წრე დასრულდა და "შევარდენი 1906" გათამაშებას 22 ქულით ლიდერობს - 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც მშვენიერი აქვს - 37:5. "შევარდენი" 5 ქულით უსწრებს კონკურენტ
"სეზონის დაწყებამდე ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა იმას, რომ შეუთამაშებელი შემადგენლობით 8 თამაშიდან შვიდს მოვიგებდით. მიხარია, რომ ახალი გუნდით პირველი წრის ჩემპიონები გავხდით.
საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შევკრიბეთ. ახალგაზრდული და 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრები - ვაჟა ნემსაძე და არჩილ მესხი მოვიწვიეთ, ახლახან კი ვასიკო მაისურაძის დროინდელი 17-წლამდელთა მეკარე ალეკო ადამია დავიმატეთ.
ამას გარდა, მეორე წრისთვის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. მაგალითად, ამიერიდან ჩვენთან "ვიტ ჯორჯიისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე ითამაშებს. ის ზაფხულამდე ცხინვალის "ლიახვში" ირიცხებოდა. მერე უცხოეთში წასვლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა და უგუნდოდ დარჩა.
დავიმატებთ ბექა მუმლაძესაც, რომელმაც 18 წლისამ თბილისის "დინამოში" ითამაშა, ბოლოს კი ისიც "ლიახვში" იყო. ისინი "შევარდენი 1906"-ს გააძლიერებენ.
იმედი მაქვს, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ში მოვხვდებით, მერე კი, გავა დრო და უმაღლეს ლიგაში გადასვლაზეც ვიფიქრებთ.
"შევარდენი" ისეთი ისტორიული კლუბია, მისი დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენა სირცხვილი იქნება", - ამბობს კიკაბიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"