საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც გორის "დილამ" გასვლაზე 0:1 დათმო "ზუგდიდთან", ფორვარდი
ნიკა გელაშვილი დაშავდა. გორელთა მთავარი მწვრთნელი
უჩა სოსიაშვილი იძულებული გახდა, ის ნაადრევად შეეცვალა.
"ნიკა გელაშვილი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს", - გვითხრა სოსიაშვილმა, როცა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვკითხეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"