პლეი ოფის საგზური გაინაღდა ჯგუფის ლიდერმა "სამტრედიამ", რომელმაც ქობულეთში ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 მოუგო და 24 ქულით მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. "კოლხეთთან" მატჩში დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ "თეთრ ჯგუფიდან" საგზური მანამდე საჩხერის "ჩიხურამ" მოიპოვა. გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა.
დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც გორში "დილასა" და "საბურთალოს" შორის გაიმართა, გოლი არ გასულა.
ტურის დანარჩენი შეხვედრები კვირას, 6
- უმაღლესი ლიგის XII ტურის წინათქმა: ევროპაზე იფიქრონ, თუ გადარჩენაზე?
უმაღლესი ლიგა. XII ტური
წითელი ჯგუფი
05.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო 0:0
05.11. ქობულეთი. ჩელე არენა
კოლხეთი-სამტრედია 1:3
გოლები: 0:1, 0:2 ბუდუ ზივზივაძე (25, 40), 0:3 დავით რაჟამაშვილი (43), 1:3 გურამ ლუკავა (პენ. 52).
06.11. სამტრედია. 14:00
ზუგდიდი-სიონი
თეთრი ჯგუფი
06.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
შუქურა-დინამო (თბ)
06.11. თბილისი. მიხეილ მესხი. 14:00
ლოკომოტივი-ცხინვალი
06.11. გორი. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-გურია.