უმაღლესი ლიგა. XII ტური: "ტორპედომ" პრინციპულ მატჩში "გურია" გაანადგურა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა. ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის ჩატარდა.

- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება

ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
ანგარიშიც დააფიქსირა.

"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
QWERTY უკაცრცრავად მაგრამ, კონტაქტი აშკარა იყო კაპანაძის მიმართ გურული ფეხბურთელის მხრიდან და ეს უკვე დარღვევაა...აი გააფრომრა თუ გადააფორმა,კონტაქტი და თამაშის წესის დარღვევა იყო საჯარიმოში, რასაც როგორც წესი თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოყვება ხოლმე მეტოქე გუნდისმკხრიდან...
geostili1
07 ნოემბერი 2016 01:54
0
QWERTY-ს... შენთვის მატარებელია ჩამომდგარი... სპეც რეისია... არ გაგასცროს,იჩქარე!
qutaisi
06 ნოემბერი 2016 23:10
0
ვულოცავ ტორპედოელებს და გულშემატკივრებს. გუნდი აშკარად ფორმაში შევიდა, ჩხეტიანის დამსახურებაც დიდია.
TORPEDO
06 ნოემბერი 2016 22:13
0
შენ კარგად ხარ? ანუ რისი თქმა გინდა პენალტი არ იყო სუფთა პენალტიი იყო სტადიონზე ვიყავიიი თან მაგ კარებს უკან ვიდექი.კაი რა არ შეიძლება ეგრე. ეგ კი არა მეორე 100 % იანი პენალტი არ დადვა კიდე გურიას კარში მეორე ტაიმში,მარა მაინც ვუჩვენეთ კლასი ვინაა საუკეთესო გუნდი..წინ ტორპედოოოოოოო
QWERTY---sss
06 ნოემბერი 2016 21:10
0
ტორპედო მიყვარხაააარრრრრ)
Koba-72
06 ნოემბერი 2016 20:54
0
გუნდი წინ მიდის,წელიწადია კალიბდება,ყველამ იშრომა ყოჩაღ ბიჩებს..ჩხეტიანმა ხელი დაატყო,მაგრამ არ დაგვავიწყდეს,შტელინაც კარგად იმუშავა,მერე ჟორჟიკაშვილს ჩაუვარდა თუმცა ფალავანდიშვილი კარგი შენაძენი არის,მოკლედ ასე კოლეკტივი შეიკრა,წინ ბიჭებოოოოოოოოოოოო!!!
lasha
06 ნოემბერი 2016 20:46
0
მთელი მონდომებით ველოდი ამ მატჩს, ველოდი რომ ჩხეტიანის კლუბი რაინდულად გაიმარჯვებდა და გვიჩვენებდა რომ ეს კლუბი კიდევ იარსებებს.
მაგრამ რა გინდა, ანგარიში საამაყო 5-0 , თუმცა დასაწყისი არასაფეხბურთო და უნამუსობით გაჯერებული პირველი გოლით, აშკარად გააფორმა ტორპედოელმა თავისი დაცემა საჯარიმოში,მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე მას არც კი უნდა შეემჩნია გურული ფეხბრუთელის ფეხი, მაგრამ მოინდომა და მსაჯმაც გაუმართლა სიაფანდობა,თუმცა პატიოსანი მსაჯი სიმულაციისათვის დასჯიდა ასეთ ფეხბურთელს. შედეგად კი სულიერად გატეხეს გურულები. თუმცა პროფესიონალმა ფეხბურთელმა 1 კი არა 4-0 რომ იყოს მაინც უნდა იბრძოლოს.
დანარჩენი 4 გოლი ერთი მეორეზე უკეთესი იყო, წუნს ვერ დაუდებდი ტორპედოს თამაშს.
წარმატებები ტორპედოს და ეცადეთ მომავალში ასეთი ხერხით ბურთის გატანა არ დაგჭირდეთ.
QWERTY
06 ნოემბერი 2016 20:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული