- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება
ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
მაგრამ რა გინდა, ანგარიში საამაყო 5-0 , თუმცა დასაწყისი არასაფეხბურთო და უნამუსობით გაჯერებული პირველი გოლით, აშკარად გააფორმა ტორპედოელმა თავისი დაცემა საჯარიმოში,მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე მას არც კი უნდა შეემჩნია გურული ფეხბრუთელის ფეხი, მაგრამ მოინდომა და მსაჯმაც გაუმართლა სიაფანდობა,თუმცა პატიოსანი მსაჯი სიმულაციისათვის დასჯიდა ასეთ ფეხბურთელს. შედეგად კი სულიერად გატეხეს გურულები. თუმცა პროფესიონალმა ფეხბურთელმა 1 კი არა 4-0 რომ იყოს მაინც უნდა იბრძოლოს.
დანარჩენი 4 გოლი ერთი მეორეზე უკეთესი იყო, წუნს ვერ დაუდებდი ტორპედოს თამაშს.
წარმატებები ტორპედოს და ეცადეთ მომავალში ასეთი ხერხით ბურთის გატანა არ დაგჭირდეთ.