საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს საქართველოს მეორე ლიგის აღმოსავლეთის ზონაში (გ) XIV ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

"შევარდენი 1906"-სა და სოხუმის "ცხუმს" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ცხუმის" ფეხბურთელებმა, საკუთარი გუნდის ორი მოთამაშის გაძევებით უკმაყოფილოებმა, არბიტრს, გიორგი ვადაჭკორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ინციდენტს ორივე კლუბი გამოეხმაურა:

"ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია:
"ვაცხადებ, რომ "ცხუმის" ცალკეული ფეხბურთელის ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის სპორტსმენის მხრიდან სპორტული პრინციპების დარღვევა, გუნდისა და თანაგუნდელების დიდი შრომის დაუფასებლობა. ფეხბურთელებმა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ, შელახეს ზოგადად ფეხბურთის, ჩვენი გუნდისა და მსაჯების ღირსება.

საფეხბურთო
კლუბი "ცხუმის" მიერ უკვე განხორციელდა ზომები: ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან შეწყდა კონტრაქტი, კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გათავისუფლებულია პოსტიდან.

16 ნოემბრის მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია არის მაღალი კლასის მსაჯი და აღნიშნული შეხვედრაც კვალიფიციურად წარმართა. მსურს გუნდის სახელით მას მოვუხადო ბოდიში და ვუსურვო წარმატებები, ასევე ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას ამ ინციდენტის გამო.

გუნდის სახელით საფეხბურთო კლუბ "შევარდენს" ვულოცავ გამარჯვებას".

"შევარდენი 1906":
"ს.კ. ''შევარდენი-1906"-ის ფეხბურთელებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ''ცხუმის'' ფეხბურთელების მხრიდან მსაჯთა ბრიგადის მისამართით. ს.კ. ''შევარდენი-1906'' კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას და არასპორტულ საქციელს".

მატჩი "შევარდენი 1906"-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ "შევარდენი 1906" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. "ცხუმი" კი 34 ქულით პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კობიშვილი ეკრანთან მიიყვანეთ და აყურებინეთ, გურია როგორ მოედანზე თამაშობს დღეს და მერე ვილაპარაკოთ, საქმიანობაზე
kaxaberi
18 ნოემბერი 2016 15:15
0
სამი ფეხბურთელი გაუგდე სგადმწყვეტ მატჩში, ჩაწყობილ თამაშს გავდა და ცემდნენ ეაბა რას იზამდნენე
hoo
18 ნოემბერი 2016 12:53
0
შენ ხარ ადამიანი,...
zaza tbilisi
17 მაისი 2019 09:11
0
ვადაჭკორია რატომ მსაჯობდა მეორე ლიგას, ჩამოაქვეითს? მე როგორც ვიცი, ის არ არის დაბალი რანგის სპეციალისტი.
guro
18 ნოემბერი 2016 10:02
0
ხეციკიანი და ფედერაციის მესვეურები გაიხარებენ ცხუმის წაგებიტ..
gaga
18 ნოემბერი 2016 08:49
0
meore ligashi michveulebi arian msajebis cemas
soso
18 ნოემბერი 2016 06:25
0
ვიცოდი კობიაშვილი რო არ შეეგუებოდა ესეთ ღორობებს და ნელნელა და დისციპლინით მიუდგებოდა საქმეს , არარსებობს გერმანიაში ადამიანმა ამდენ ხანს იცხოვრო და იმუშაო და უდისციპლინო და უსაქმური იყო მაშინ იქ ამდენ ხანს უბრალოდ ვერ გაქაჩავდა , მიდი ლევან მე რატომგაც მჯერა შენი კაცობის , მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ გიცნობ პირადად მაგრამ ვხედავდი ამ კაცის დამოკიდებულებას საქმისადმი სადაც კი იყო
Lashe
18 ნოემბერი 2016 05:52
0
მოვიდა დიდი სამეული ფედერაციის სათავეში და წავიდა საქმე სრული დეგრადაციისაკენ..
ესენი არიან ფეხბურთის მკვლელები!
QWERTY
18 ნოემბერი 2016 00:44
0
ვეთანხმები სვანის კომენტარს, წარმომიდგენია გასულ წლებში რეები ხდებოდა. ნუ ფაქტია, რომ ხდება და კარგია, რომ რეაგირება მოყვება ხოლმე ასეთ ქმედებებს.
dito
17 ნოემბერი 2016 20:00
0
ეს ფაქტიღა უნდოდა მეორე ლიგას ისედაც ზოგს სანქციები ზოგს გარიგებული მატჩები
svani
17 ნოემბერი 2016 18:37
0
წარმოგიდგენია ადრე რა ამბები იქნებოდა ზოგიერთ გუნდს ადრედაც გამოიჭერდნენ ხოლმე მაგრამ ეხლა... :D ვინღამ უნდა ითამაშოს პირველი ლიგა ნახევარზე მეტ გუნდებს სანქციები აქვთ :D
svani
17 ნოემბერი 2016 18:36
0

სიახლეები პოპულარული