რევაზ ჩელებაძე: იმ მომენტში მზად ვიყავი, მომეკლა!..

AutoSharing Option
"სიონსა" და "შუქურას" შორის ბოლნისში გამართული პლეი აუტის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. შეხვედრის ყურება ინტერნეტითაც იყო შესაძლებელი, სადაც მკაფიოდ ისმოდა, როგორი აღშფოთებული იყო სტუმართა კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე - ჯერ მეხუთე მსაჯს, დავით ხარიტონაშვილს აგინა, შემდეგ კი არც მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია დაინდო.

- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
- ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

მატჩის შემდეგ ჩელებაძეს კომენტარი ვთხოვეთ:

"უპირველესად, მთელ საქართველოს ვუხდი ბოდიშს, ემოციები რომ ვერ მოვთოკე და ჩემი გინება ესმოდათ, მაგრამ მე
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფიფას არბიტრი, რომელსაც საქართველოს პირველ მსაჯად აღიარებენ და ახლახან თასის ფინალი იმსაჯა, ასე უსამართლოდ მოგვექცეოდა.

როცა ანგარიში გავხსენით, მალე "სიონის" საჯარიმოში ჩვენი ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე აშკარად წესის დარღვევით წააქციეს. იქვე ახლოს იდგა ხარიტონაშვილი და ამაზე თვალები დახუჭა. ახლა მეუბნებიან, რომ პენალტი არ იყოო - კარგით, რა! მე, რეზო ჩელებაძე "პროფანი" არ ვარ და კარგად ვარჩევ, სად არის დასანიშნი 11-მეტრიანი და სად სიმულანტობს მოთამაშე. ამ შემთხვევაში კი ადამაძე აშკარად წააქციეს.

ვადაჭკორიას პენალტი რომ დაენიშნა, დიდი შანსი იყო, 2:0 წაგვეყვანა, ეს კი მოგებას ნიშნავდა. იმ დროს, მზად ვიყავი, მომეკლა!..

მეორე პრეტენზია შალამბერიძისა და მალანიას გაძევებაზე მაქვს. გოლის შემდეგ შალამბერიძეს მთელი ტრიბუნა აგინებდა. ბოლნისელები ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ გულშემატკივარს ვერასოდეს გავამართლებ, რომელიც თავისიანს კი არ ქომაგობს, არამედ მეტოქეს შეურაცხყოფს.

შალამბერიძემ ვერ მოითმინა, მაგრამ ისეთი რა გააკეთა, მოედნიდან რომ გაეგდო?!

გოლებზე არაფერს ვამბობ, სადავო მომენტების 90 პროცენტში არბიტრმა ჩვენ საწინააღმდეგოდ ჩასტვინა. მე კი პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ, როცა ჩემს ნაწვალებს ერთი ჩასტვენით წყალში მიყრიან", - ამბობს "შუქურას" დირექტორი.

ჩელებაძემ საპასუხო შეხვედრის სირთულეებზეც ილაპარაკა:

"შალამბერიძისა და მალანიას გაძევებები საპასუხო შეხვედრაში სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს, ამას არზიანისა და ჯაფარიძის ტრავმებიც დაემატა, ახლა კი, ფაქტობრივად, შეცვლის გარეშე დაგვტოვეს.

4 დეკემბრის მატჩი ნორმალურად რომ ჩატარდეს და ხალხი არ გადაირიოს, პატიოსანი არბიტრის დანიშვნას მოვითხოვთ. საერთოდ, ჩემი გუნდის მჯერა, კარგი შემადგენლობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მეორე შეხვედრას მოვიგებთ".

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს რო მსაჯებზე დაიწყებს ლაპარაკს))))))))
d1la
02 დეკემბერი 2016 20:55
0
kvelaze zudi gundi sionia, aravis agar motonxart ukve arz tkveni uzrdeli fanebit da arz tkveni federaziastan shekruli direktor-mtvrnel ladoti!!!
giorgi
02 დეკემბერი 2016 19:16
0
dzalian mainteresebs,sionis tamashebze sul vadachkoria rato msajobs?aq marxia dzaglis ravii,burduli saertod fexburtis unda moashoro
reziko
02 დეკემბერი 2016 19:12
0
burdulas xrikebs mteli sakartvelo ukurebs da izis federaziastan shekrulebi, rom arian, unamusoebi.
gigi
02 დეკემბერი 2016 19:10
0
Sul msajebs rogor unda abralebde wagebas gadaxede shens interviuebs yvela wagebul tamashs msajebs abraleb ar grcxvenia? Magram shen risi unda shegrcxves rac shen tamadhebi gaq gayiduli.
Paata
02 დეკემბერი 2016 18:22
0
სპეციალნად ჩხუბობს, 2 კურდღელს იჭერს: უნდა მსაჯი წინასწარ დააშინოს, გაღმა შეედავეს პრინციპით, თუ ვერ გავიდა, ქომაგებთან თავს გაიმართლებს.
haha
02 დეკემბერი 2016 18:16
0
shen visze ra unda tqva.. pirveli gamyidveli da pirveli tamashis gamketebeli shen xar... shen ar iyavii msajebs otaxshi ro uvardebodii.. shenairebi ro arian qartul pexburtshi imitoa saqme kargad... ver gitant dzozduashvilidan dawyebuli shenit damtavrebuli vercerts.. pulis saketeblad xart qartul pexburtshii da xalxs nacars ayrit tvalebshii..
gia
02 დეკემბერი 2016 17:02
0
დასაჯეთ. მოაშორეთ ფეხბურთს რამოდენიმე თვე. კანონები რისტვის იწერება თუ იციან საქართველოში?
amerikeli
02 დეკემბერი 2016 16:30
0
ასეთებს უნდა ააკრა ინგლისურად-დისკვალიფიკაცია პლუს ჯარიმა და მერე ვნახავ როგორ შეაგინებენ მსაჯებს
ლაშა
02 დეკემბერი 2016 16:10
0
შენ გამყიდველო შენ არ აწყობ ხოლმე თამაშებს და მერე ფეხბურთელებს აბრალებ ეხლა რა გაგიკვირდა
vaxtangi
02 დეკემბერი 2016 16:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული