- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
- ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
მატჩის შემდეგ ჩელებაძეს კომენტარი ვთხოვეთ:
"უპირველესად, მთელ საქართველოს ვუხდი ბოდიშს, ემოციები რომ ვერ მოვთოკე და ჩემი გინება ესმოდათ, მაგრამ მე
როცა ანგარიში გავხსენით, მალე "სიონის" საჯარიმოში ჩვენი ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე აშკარად წესის დარღვევით წააქციეს. იქვე ახლოს იდგა ხარიტონაშვილი და ამაზე თვალები დახუჭა. ახლა მეუბნებიან, რომ პენალტი არ იყოო - კარგით, რა! მე, რეზო ჩელებაძე "პროფანი" არ ვარ და კარგად ვარჩევ, სად არის დასანიშნი 11-მეტრიანი და სად სიმულანტობს მოთამაშე. ამ შემთხვევაში კი ადამაძე აშკარად წააქციეს.
ვადაჭკორიას პენალტი რომ დაენიშნა, დიდი შანსი იყო, 2:0 წაგვეყვანა, ეს კი მოგებას ნიშნავდა. იმ დროს, მზად ვიყავი, მომეკლა!..
მეორე პრეტენზია შალამბერიძისა და მალანიას გაძევებაზე მაქვს. გოლის შემდეგ შალამბერიძეს მთელი ტრიბუნა აგინებდა. ბოლნისელები ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ გულშემატკივარს ვერასოდეს გავამართლებ, რომელიც თავისიანს კი არ ქომაგობს, არამედ მეტოქეს შეურაცხყოფს.
შალამბერიძემ ვერ მოითმინა, მაგრამ ისეთი რა გააკეთა, მოედნიდან რომ გაეგდო?!
გოლებზე არაფერს ვამბობ, სადავო მომენტების 90 პროცენტში არბიტრმა ჩვენ საწინააღმდეგოდ ჩასტვინა. მე კი პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ, როცა ჩემს ნაწვალებს ერთი ჩასტვენით წყალში მიყრიან", - ამბობს "შუქურას" დირექტორი.
ჩელებაძემ საპასუხო შეხვედრის სირთულეებზეც ილაპარაკა:
"შალამბერიძისა და მალანიას გაძევებები საპასუხო შეხვედრაში სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს, ამას არზიანისა და ჯაფარიძის ტრავმებიც დაემატა, ახლა კი, ფაქტობრივად, შეცვლის გარეშე დაგვტოვეს.
4 დეკემბრის მატჩი ნორმალურად რომ ჩატარდეს და ხალხი არ გადაირიოს, პატიოსანი არბიტრის დანიშვნას მოვითხოვთ. საერთოდ, ჩემი გუნდის მჯერა, კარგი შემადგენლობა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მეორე შეხვედრას მოვიგებთ".
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"