საბა ლობჟანიძე და სხვები - პოლონელმა აგენტმა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მოინიშნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" 22 წლის ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის შეძენით ერთ-ერთი პოლონური კლუბი რომ არის დაინტერესებული, Sportall.ge ამაზე უკვე წერდა. შევიტყვეთ, რომ საქართველოში პოლონელი აგენტი იყო ჩამოსული, რომელიც რამდენიმე კლუბის თამაშს დაესწრო და რამდენიმე ფეხბურთელი მოინიშნა კიდეც.

- უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან
-  ბუდუ ზივზივაძე: დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" უარს ვეტყვი და უცხოეთში წავალ

როგორც გავიგეთ, ზივზივაძის გარდა, აგენტის მოწონება საჩხერის "ჩიხურას" 21 წლის ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემაც დაიმსახურა.

ლობჟანიძე თბილისის "დინამოს" საკუთრებაა და "ჩიხურაში" იჯარის
წესით გამოდის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სეზონის დასრულებისას სწორედ "დინამოში" უნდა დაბრუნდეს.

გავარკვიეთ, რომ 10 დეკემბერს, პოლონელი კლუბის აგენტი კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს და "ჩიხურა"-"სამტრედიის" მატჩს დაესწრება. სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ბუდუ ზივზივაძე კარიერას პოლონეთში, რომელსაც "სამტრედიასთან" კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. საბა ლობჟანიძის შემთხვევაში კი მსურველს მოლაპარაკებების გამართვა "დინამოსთან" მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მხოლოდ უტვინო ფეხბურთელი არ იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონის კლუბში მოსახვედრად და თანაც როცა ძირითადში ადგილი ისედაც გარანტირებული აქვს.
ბუდუც, ბაჩანაც და დათოც სულელები იქნებიან თუ სამტრედიაში არ დარჩებიან თუკი სამტრედია ჩემპიონი გახდება.
Jango
00:47 04-12-2016
0
ბუდუმ დღეს დაამტკიცა, რომ ის დროა ნაკრების შეკრებებზე იქნეს გამოძახებული. ახლო მომავალში მოკლე ადაპტაციის(შეჩვევის) შემდეგ უკვე უნდა მიეცეს თამშში ჩართვის საშუალება. მომავალი შემოდგომისთვის კი უკვე უნდა იყოს ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი. ასეთი ჯანიანი, სწრაფი და რაც მთავარია აგრესიული ცენტრფორვარდი დიდი ხანია უკვე აღარ გვყოლია ქართულ ფეხბურთში. სულ წარმატებებით გევლოს ბუდუ მთელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, უფალი იყოს შენი შემწე.
gizog
21:36 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული