საბა ლობჟანიძე და სხვები - პოლონელმა აგენტმა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მოინიშნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" 22 წლის ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის შეძენით ერთ-ერთი პოლონური კლუბი რომ არის დაინტერესებული, Sportall.ge ამაზე უკვე წერდა. შევიტყვეთ, რომ საქართველოში პოლონელი აგენტი იყო ჩამოსული, რომელიც რამდენიმე კლუბის თამაშს დაესწრო და რამდენიმე ფეხბურთელი მოინიშნა კიდეც.

- უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან
-  ბუდუ ზივზივაძე: დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" უარს ვეტყვი და უცხოეთში წავალ

როგორც გავიგეთ, ზივზივაძის გარდა, აგენტის მოწონება საჩხერის "ჩიხურას" 21 წლის ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემაც დაიმსახურა.

ლობჟანიძე თბილისის "დინამოს" საკუთრებაა და "ჩიხურაში" იჯარის
წესით გამოდის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სეზონის დასრულებისას სწორედ "დინამოში" უნდა დაბრუნდეს.

გავარკვიეთ, რომ 10 დეკემბერს, პოლონელი კლუბის აგენტი კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს და "ჩიხურა"-"სამტრედიის" მატჩს დაესწრება. სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა ბუდუ ზივზივაძე კარიერას პოლონეთში, რომელსაც "სამტრედიასთან" კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. საბა ლობჟანიძის შემთხვევაში კი მსურველს მოლაპარაკებების გამართვა "დინამოსთან" მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დავნიძლავდეთ, ეგ პოლონელი აფერისტი იქნება.
haha
16:52 03-12-2016
0
ნიზლავი რატ უნდა ზუსტატ ვიცი ჰვენი მაფიოზების ჰამოყვანილი კაცია.
Manoni
18:54 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული