"სამტრედია" საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი "სამტრედია" გახდა.

11 დეკემბერს "დინამო არენაზე" უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა.

მასპინძელმა საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედია" მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშთ 2:2 დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა, საბოლოო ჯამში "სამტრედიამ" ორმატჩიან დუელში "ჩიხურა" 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმის მიწურულისკენ ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა შეაგდო. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო
90-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანბრა.

აღსანიშნავია, რომ "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
იხილეთ ვიდეო: სამტრედიის დაჯილდოება
Sportall.Ge

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
ჩიხურა-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 ბაჩანა არაბული (პენ. 42), 0:2 გიორგი დათუნაშვილი (60), 1:2 ბესო დეკანოიძე (82), 2:2 საბა ლობჟანიძე (პენ. 90)
მკითხველის კომენტარები / 22 /
ვაჟკაცურად მოიგეს ჩემპიონობა და ვაჟკაცურად ჩაატარეს საჩემპიონო ფინალი, მეტოქე არ გაუშვეს გულდაწყვეტილი.
ასეც ველოდი რომ ეს მატჩი რეზულტატაინი ფრე დამთავრდებოდა
ვულოცავ სამტრედიას ისტორიაში პირველ ჩემპიონობას და ვულოცავ ჩიხურას ისტორიაში პირველ ვიცე -ჩემპიონობას.
Jango
15:40 11-12-2016
0
დიდი სირცხვილი იქნებოდა საკუთარ მოედანზე მოლდოველებთან დამარცხებული გუნდი საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო.
gizog
16:40 11-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული