ქუთაისის "ტორპედომ" გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი ინფორმაციით, კლუბს ყოფილი ფეხბურთელები, მცველი გურამ ადამაძე და ნახევარმცველი მერაბ გიგაური დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი დღეს, 28 დეკემბერს გააფორმა.

ადამაძე "ტორპედოს" ღირსებას 2014 წელს იცავდა, რის შემდეგაც კარიერა გორის "დილაში" გააგრძელა. 2015 წლის ივნისში 28 წლის მცველი კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და "ტორპედოს" კაპიტანიც გახდა, თუმცა ამ წლის ივლისში კლუბის ხელმძღვანელობამ ადამაძის გუნდში დატოვება არ ისურვა და ის ქობულეთ
ის "შუქურაში" გადავიდა, ახლა კი, მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანის ინიციატივით, კვლავ "ტორპედოში" დაბრუნდა.

რაც შეეხება გიგაურს, ის ქუთაისელთა პირველ გუნდში 2010 წლის სექტემბერში გამოჩნდა. 1 წელიწადში "იაგელონიაში" გადავიდა, თუმცა პოლონური კარიერა ვერ აეწყო და 2012 წელს "ტორპედოს" დაუბრუნდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო და უკვე 2014-ში 23 წლის ფეხბურთელი რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადამაძე საიმედო და კარგი ფეხბურთელი და ადამიანია!
გოგი ქუთაისელი
16:22 28-12-2016
0
სერიოზული დანამატია
George
18:14 28-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული