უჩა სოსიაშვილი: დანამდვილებით ის ვიცი, რომ "დილას" მე აღარ გავწვრთნი

AutoSharing Option
გორის "დილას" ახალი სეზონიდან უჩა სოსიაშვილი აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ მწვრთნელმა Sportall.ge-ს თავად განუცხადა.

"10 იანვარს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც ჩემი და გორის "დილას" სამომავლო ურთიერთობაზე ყველაფერი ითქმება. ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ისაა, რომ გუნდს მე აღარ გავწვრთნი.

დავრჩები თუ არა "დილაში" სხვა სტატუსით, ამას უკვე ყველანი 10-ში გავიგებთ, დღეს კი არაფერი ვიცი", - გვითხრა სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის სოსიაშვილის სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ ის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მუშაობდა "ავაზაში", ნაყოფიერი
პერიოდი გაატარა "სამტრედიაში", რასაც მოჰყვა "დინამოს" მეორე გუნდი, საიდანაც "დილაში" მიიწვიეს... სწორედ მის ხელში მოიპოვა "დილამ" ქვეყნის ჩემპიონობა 2015 წელს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დილას" გიორგი დარასელია ჩაიბარებს, რომელსაც ამ კლუბში უკვე ნამუშევარი აქვს.

- გორის "დილა": უჩა სოსიაშვილს გიორგი დარასელია შეცვლის?
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინმემ იცის რა ხდება დილაში?პრეს სამსახური აღარ ყავთ
გეგა
11 იანვარი 2017 18:29
0
ვეთანხმები გაგნიძის ყველა მოსაზრებას. ვანოს ბევრი რამე ეშლება
goreli
03 იანვარი 2017 01:09
0
წარმატებები გიას
ბაჩო
02 იანვარი 2017 13:26
0
მერე დარასელიას რა სოსიაჰვილი რომ დარჰენილიკო დარასელია როგორ ჰაუჯდებოდა ფეხბურტელებს ხელფასის ცილჰი
giorgi
01 იანვარი 2017 11:42
0
მაგარი კია არა ყველამ კარგად იცის როგორ გახდა გორის დილა საქართველოს ჩემპიონი საკმარისია ამდენი ტყუილები
vano
31 დეკემბერი 2016 20:19
0
ნ=ნო უჩა,ვისაც ფეხბურთი ესმის ისიც ეცოდინება,რომუკანასკნელ ოთხ წელისადში უჩამ ექვსჯერ დაშლილი გუნდი დაალაგა ერთხელ ჩემპიონი,ერთხელ პრიიორი გახადა ნხოლო ევრო ტურნირძე,გუნდი ვაჯკაცურად გამოიყვანა,ასე რომ ინვესტორებო ,უნდა დააფასოთ
კაცი,ბ-ნი უჩა მაგარი მწვრთნელი.
გივი გაგნიძე
31 დეკემბერი 2016 09:47
0
უჩა,სადაც უნდა წახვიდე,არ დაიკარგები.დიდ წარმატებებს გისურვებ.
სოსო
31 დეკემბერი 2016 02:23
0
წარმატებები უჩა
levani
30 დეკემბერი 2016 21:02
0
უჩა მაგარი ბიჭი ხარ, მაგარი მწვრთნელი, შენ ყველაზე პერსპექტიული ხარ და შენ ყველაზე მეტს შეიძლებ! წარმატებები!
შენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ჩემპიონი ხარ!
Jango
30 დეკემბერი 2016 15:00
0
Uechveli daraselia inishneba. Axla, mtavaria, ebraelebma Satanadod gaadzlieron gundi da egaa, brundeba chemi dilushlaaaa
Manchester 1
30 დეკემბერი 2016 13:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული