"დილას" 22 წლის შემტევი გიორგი ერისთავი ლატვიური "ლიეპაიას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
გორის "დილას" 22 წლის შემტევი გიორგი ერისთავი ამიერიდან ლატვიური "ლიეპაიას" ღირსებას დაიცავს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ბალტიისპირულ კლუბს მალე შეუერთდება.

ვინც საქართველოს პირველობის მატჩებს სისტემატურად ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება: ჩვენს პირველობაზე, სადაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰგავს ერთმანეთს სათამაშო მანერით, ერისთავის დარი ინდივიდუალისტი ბევრი არ არის.

ალბათ, მისი კარიერა სხვანაირად განვითარდებოდა, რომ არა მოჭარბებული ტრავმები, რომელმაც ფეხბურთელს ძალიან დიდი დრო დააკარგვინა. ბოლო შეხვედრებში ჩანდა, რომ ერისთავი უახლოვდებოდა თავის ოპტიმალურ სათამაშო ფორმას.

მისი კარიერა "გაგრაში" დაიწყო, შემდეგ გადავიდა "სამტრედიაში", რის მერეც
ცოტა ხნით ისევ "გაგრაში" დაბრუნდა, რასაც მოჰყვა გადასვლა თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში, ხოლო შემდეგ გორის "დილას" მიაშურა.

უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილ გუნდში ერისთავი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. შემთხვევითი არ იყო, რომ მან გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო.

რაც შეეხება "ლიეპაიას", ლატვიური კლუბი ამ ქვეყნის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა. ახლახან გუნდი ჩაიბარა ჩვენებურმა თამაზ პერტიამ, ვისაც ლატვიაშივე "სკონტოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სატირლად გვაქვს საქმე.. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიეპაიაში გადადის და ეს წარმატებად ითვლება..
georgian
13:26 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული