გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბაიში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის "საბურთალოს" 3 ფეხბურთელი გამოიძახა: საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, ცენტრალური მცველი თედორე გრიგალაშვილი და მეკარე ოთარ გოშაძე.

- თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში

"ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაშია. გამონაკლისი მეც არ ვარ და ეს, რა თქმა უნდა, საამაყო ფაქტია.

უშუალოდ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს რომ ეძლევათ თავის გამოჩენის შანსი, ცალკე ესეც
დადებითი მომენტია. დიახ, ეს არის შანსი, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო და მომავალში ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრო. თუმცა, გაცნობიერებული მაქვს, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს.

საერთოდ კი, ვფიქრობ, მიწვევა მხოლოდ ჩემი სიხარული არ არის - ეს მთლიანად "საბურთალოსა" და მისი ხელმძღვანელების წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაკრების ყველა დებიუტანტს გამოძახებას მივულოცავ", - ამბობს გიორგი ხარაიშვილი.

გრიგალაშვილსაც მოვუსმინოთ:

"ქვეყნის პირველი გუნდის მაისურის მორგება უდიდესი განცდაა. რა თქმა უნდა, გახარებული ვარ და ვეცდები, ეს შანსი გამოვიყენო.

ნაკრებში ჩემ გამოძახებაზე ადრეც ლაპარაკობდნენ, თუმცა მაშინ ხელი ტრავმამ შემიშალა. მას მერე დრო გავიდა, რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდი და თავის გამოჩენის შესაძლებლობა "საბურთალოში" მომეცა.

მიხარია, რომ სტაბილურად ვთამაშობ და გუნდის წარმატებაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
gigas komentars minda vupasuxo, giorgi xaraishvilis nairi fexburtelebi tu gagvigvidzeben isev kartul fexburts da jins, gaige bijooooooooooo....
lasha
14:39 17-01-2017
0
რას გვთავაზობ ის მაინც დაგვიწერე. სწორედ ახალგაზრდები უნდა წახალისდნენ და მიეცეთ შანსი მაღალ დონეზე თამაშის... ხარაიშვილი ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელია.
გიგას
19:25 11-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული