საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა. თუ წინა თვეში "ჯვაროსნებს" 118-ე ადგილი ეკავათ, ახალ რეიტინგში ისინი სამი პოზიციით დაქვეითდნენ და 281 ქულით 121-ე ადგილზე არიან.
აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრიდან დღემდე ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 და 25 იანვარს, შესაბამისად, უზბეკეთსა და იორდანიას შეხვდება.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია
კვლავ უცვლელია პირველი ათეული, რომელსაც არგენტინის ნაკრები ლიდერობს.
აქვე გთავაზობთ ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს და მსოფლიოს ჩემპიონატის
1. არგენტინა - 1634 ქულა
2. ბრაზილია - 1544
3. გერმანია - 1433
4. ჩილე - 1404
5. ბელგია - 1368
6. კოლუმბია - 1345
7. საფრანგეთი - 1305
8. პორტუგალია - 1229
9. ურუგვაი - 1187
10. ესპანეთი - 1166
12.უელსი - 1121
23. ირლანდია 858
31. ავსტრია - 773
45. სერბეთი - 647
164 მოლდოვა -138
რატომ გვიყვარს ნბა–ს მატჩების ყურება? იმიტომ რომ გურასპაული, თალაკვაძე, ივანიშვილი (არა ბიძინა) და სხვებიც კვალიფიციურები არიან!
ფეხბურთში? თავი დავანებოთ იმას, ჩვენს კარში გატანილ ბურთს რომ გვაზეიმებდნენ; ორს მიჰყავს რეპორტაჟი – ერთი ამბობს "მაშერანო" მეორე "მასკერანო". გაუთავებელი: განახორციელა დარტყმა, განახორციელა პასი... არა ლექსიკური მარაგი, არა ფეხბურთის რაობის ცოდნა (ინტერნეტში ამოკითხული სტატისტიკა არ კმარა