საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

AutoSharing Option
12 იანვარს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა. თუ წინა თვეში "ჯვაროსნებს" 118-ე ადგილი ეკავათ, ახალ რეიტინგში ისინი სამი პოზიციით დაქვეითდნენ და 281 ქულით 121-ე ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრიდან დღემდე ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 და 25 იანვარს, შესაბამისად, უზბეკეთსა და იორდანიას შეხვდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

კვლავ უცვლელია პირველი ათეული, რომელსაც არგენტინის ნაკრები ლიდერობს.

აქვე გთავაზობთ ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს და მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობას.

1. არგენტინა - 1634 ქულა
2. ბრაზილია - 1544
3. გერმანია - 1433
4. ჩილე - 1404
5. ბელგია - 1368
6. კოლუმბია - 1345
7. საფრანგეთი - 1305
8. პორტუგალია - 1229
9. ურუგვაი - 1187
10. ესპანეთი - 1166

12.უელსი - 1121
23. ირლანდია 858
31. ავსტრია - 773
45. სერბეთი - 647
164 მოლდოვა -138
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვიცი ვის რატომ არ მოსწონს სიმართლე, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთია ნოლს ქვევით, ასევე ფეხბურთის კომენტირებაც; ეს ერთმანეთთან იმითაა დაკავშირებული, რომ ორივეგან არაკვალიფიციური ადამიანები მოღვაწეობენ
რატომ გვიყვარს ნბა–ს მატჩების ყურება? იმიტომ რომ გურასპაული, თალაკვაძე, ივანიშვილი (არა ბიძინა) და სხვებიც კვალიფიციურები არიან!
წიწაკა მწარეა, მაგრამ სასარგებლო!
09:35 14-01-2017
0
საქართველო ჩვეულებრივი კარის მოვალეობას ასრულებს რეიტინგში. "მიდის მოდის და მაინც იქვე დგას"
..........
14:34 13-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული