ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბაიში გამგზავრებამდე თბილისში შეიკრიბება და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იცხოვრებს. საწვრთნელი პროცესი დედაქალაქში 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ბელგიის "გენტის" წევრი ჯიმი ტაბიძეც შეუერთდა.
საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო", თბილისი), დავით
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო",თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია)
თბილისში მოსამზადებელ ეტაპს 20 ფეხბურთელი გაივლის, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კი ნაკრებს დუბაიში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.
gff.ge
იმედია რომელიმე ტელეკომპანია აჩვენებს, თუ არადა წავიდე კახური მოკითხვები.
თუ არაბები არ აჩვენებენ მაშინ მოძრავი სატელიტური ავტობუსით უნდა გადაბარგდნენ და გადმოსცენ. იყო პრეცედენტი თურქეთიდან რაგბის გადმოცემის დროს და ეხლა მოიფხანონ ერთი ადგილი და უფრო შორს არაბეთში წავიდნენ მოძრავი აპარატით.
ვერ გადმოვეცით იმიტომ რომ..................................................................... არ მიიღება არანაირი მიზეზი