საქართველოს ნაკრები: ჯიმი ტაბიძეც ვაისთან და ულეგიონერო უზბეკეთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. დუბაიში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისმა გუნდი თბილისში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრიბა, გუშინ კი ანდრო ჟორდანიას სახელობის "დინამო" თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. საწვრთნელი პროცესი 20 იანვრამდე გასტანს.

ახალი ამბავი ის არის, რომ ვლადიმირ ვაისმა გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობას ბელგიური "გენტის" წევრი ჯიმი ტაბიძეც დაამატა. ეს იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი ეროვნულ გუნდში. 20 წლის ტაბიძე "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულშიც.

თბილისურ მოსამზადებელ ეტაპს 20 ფეხბურთელი გაივლის, ვლადიმერ დვალიშვილი
და უჩა ლობჟანიძე კი ნაკრებს დუბაიში შეუერთდებიან. ჩვენი გუნდი დანიშნულების ადგილზე 21 იანვარს ჩავა, 23 იანვარს კი უზბეკეთთან მოსინჯავს ძალებს, ხოლო 25-ში იორდანიას დაუპირისპირდება.

უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩებისთვის ვაისმა ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), თედორე გრიგალაშვილი (საბურთალო), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია);
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ბექა ტუღუში (ტორპედო);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

* * *
უზბეკეთის ნაკრები დუბაიში 21-24 იანვარს გამართავს შეკრებას. ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სამველ ბაბაიანსმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც, საქართველოს გარდა, დანიის 23-წლამდელთა ნაკრებსაც შეხვდებიან:

მეკარეები: ალექსანდრ ლობანოვი (პახტაკორი), მუროდჟონ ზუხუროვი (ბუნიოდკორი), იგნატი ნესტეროვი (ლოკომოტივი);
მცველები: სტანისლავ ანდრეევი (პახტაკორი), ალექსანდრ მარელიაკოვი (ბუხარა), აზიმ ახმედოვი (პახტაკორი), რუსტამ აშურმატოვი (ბუნიოდკორი), ბობურ იოლდოშევი (ლოკომოტივი), ისლომ ტუხტახუჟაევი (ლოკომოტივი), შურხატ მუხამადიევი (ლოკომოტივი), დავრონ ხომიშოვი (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: ელდორ შომუროდოვი (ლოკომოტივი), ჟაპოლოდინ მაშარიპოვი (პახტაკორი), ოტაბეკ შუკუროვი (ბუნიოდკორი), სალამატ კუტიბოევი (ბუხარა), ჟავოხირ სოხიბოვი (პახტაკორი), სარდარ მირზაევი (ლოკომოტივი), სერვერ ჯაპაროვი (ლოკომოტივი), მარატ ბიკმაევი (ლოკომოტივი), ჟამშიდ ისკანდეროვი (პახტაკორი);
თავდამსხმელები: ტამურხუჟა აბდულჰოლიკოვი (ლოკომოტივი), შოხრუზ ნორხონოვი (ობოდი), იგორ სერგეევი (პახტაკორი).

როგორც ხედავთ, უზბეკთა სანაკრებო სიაში არ არიან ლეგიონერები, თუმცა შემადგენლობა მაინც ანგარიშგასაწევია, რადგან აქ არიან უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები. რაც მთავარია, ბაბაიანის ეს გუნდი წლების განმავლობაში იქმნებოდა და ფეხბურთელებს შეთამაშების პრობლემა არ აქვთ. შემთხვევითი არ არის, რომ უზბეკეთი რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად რეალურ შანსს ინარჩუნებს.

ლეგიონერები კი უზბეკეთის ნაკრებს მართლაც მაღალი კლასის ჰყავს: მცველები - ანზურ ისმაილოვი და ეგორ კრიმეტსი ჩინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობენ, ვიტალი დენისოვის გარეშე კი მოსკოვის "ლოკომოტივის" წარმოდგენა შეუძლებელია.

ახლახან გადავიდა ირანულ "ესტეღლალში", მაგრამ ქართველთა წინააღმდეგ მაინც ითამაშებს უზბეკთა ნახევარდაცვის ლიდერი სერვერ ჯეპაროვი. ოდილ ახმედოვმა კი რამდენიმე დღის წინ რუსული პრემიერლიგა ჩინეთზე გაცვალა.

მოკლედ, ლეგიონერების არყოფნით უზბეკეთის ნაკრები სუსტდება, მაგრამ მხოლოდ - უმნიშვნელოდ. საქართველოს ჩემპიონატი უკეთესია თუ უზბეკეთის? ამ კითხვას პასუხი კარსმომდგარმა მატჩმა უნდა გასცეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვლადიმერ დვალიშვილი მოაშორეთ
! 6 წელია ნაკრებში გოლი არ გაუტანია:D:D:D:
0
ცუდია რომ ამ თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი არ იგეგმება. სირცხვილია ქვეყნის.
kika
12:00 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული