კობიაშვილი ვაისზე: ეტყობა ადამიანს, რომ ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს, კარგი გააკეთოს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მუშაობით კმაყოფილია. ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა Sportall.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგითა და მთავარი მწვრთნელის მუშაობით?
- კმაყოფილი ვარ. სამუშაო ნამდვილად გაკეთდა. ახლა ორ ამხანაგურ თამაშს რომ ვმართავთ დუბაიში, ეს სწორედ ვაისის ინიციატივით ხდება. მას სურდა, რომ ეს პერიოდი ახალი ფეხბურთელების სანახავად გამოეყენებინა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს, კარგი გააკეთოს და ეს მისასალმებელია.

გაცილებით ადვილი შესაფასებელი იქნებოდა ნაკრების
ასპარეზობა, მოლდოვასთან რომ მოგვეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი თვით ადრე, სულ სხვა საუბრები ისმოდა ნაკრებზე, მაგრამ შემდეგ მოლდოვამ დაგვაფიქრა...

ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, გუნდი მუშაობს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს, ქულებია.

ნაკრებმა ყველა მატჩში უნდა ამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი გუნდია.

კარგი იყო ესპანეთთან გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან გასვლაზე ფრე - მოდით, პოზიტივიც დავინახოთ, მხოლოდ ცუდს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ქულებშიც ავსახოთ", - გვითხრა კობიაშვილმა.

Sportall.ge კობიაშვილთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
cxadadzem mesame adgili dagvpirda jgufhi.gaitvaliscinet.
tamaziko
21 იანვარი 2017 12:55
0
ჯერ-ჯერობით საქები არაფერი აქვს.
დემე
20 იანვარი 2017 20:54
0
მარტალია ეროვნულ ნაკრებს არც ბოლო შესარჩევებია არ კონია ცარმატებები მაგრამ ახალგაზრდულები ზაან ცარმატებიტ ასპარეზობდნენ ყველა ასაკში,ხოლო ბოლო 1ცელია ზაან ცუდით გამოიყურებიან,,,,,,,,,
dato
20 იანვარი 2017 19:38
0
ასაკობრივ ნაკრებებზე რატო არ კითხეთ?
Irakli apkhaidze
20 იანვარი 2017 18:27
0
მაგ 1ად1 მერე ყველაზე მთავარი რო არ ჩანს.
giga
20 იანვარი 2017 17:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული