საქართველო-უზბეკეთის მატჩის ტელეტრანსლაცია არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებებს შორის დღეს გასამართი ამხანაგური მატჩის ტელეტრანსლაცია არ იქნება, თუმცა არსებობს იმედი, რომ ტრანსლაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთდეს.

- საქართველოს ნაკრები: ბოლო ვარჯიში უზბეკეთთან მატჩის წინ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს დღეს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

Sportall.ge შეეცდება მატჩის ლაივ-სტრიმი შემოგთავაზოთ.

ცნობილი გახდა ვლადიმირ ვაისის გუნდის სასტარტო შემადგენლობა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი,
ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია.

სათადარიგოები: ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი,ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სირცხვილია ნამდვილად.
kika
11:24 23-01-2017
0
იმედია იქნება პირდაპირი სფფ-ს საიტიდან. 1 არხი და სხვა ტელეკომპანიები სერიალის და საინფორმაციოს ძვირფას წუთებს ვერ დაუთმობენ ფეხბურთს. საქართველოს ნაკრები უფრო მაღალი დონისაა ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები და სერიალები ერთად აღებული.
დათო
11:30 23-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული