საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დუბაიში ამხანაგურ მატჩს უზბეკეთის ნაკრებთან მართავს. THE SEVENS STADIUM-ზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი უზბეკთა სასარგებლოდ - 1:0 დასრულდა. გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

პირველი 45 წუთის განმავლობაში ბურთს უფრო მეტად უზბეკი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, საქართველოს ნაკრები კი კონტრშეტევით ცდილობდა მეტოქის შევიწროებას.

საქართველოს ნაკრების კართან საფრთხე ტაიმის მიწურულს ორჯერ შეიქმნა. თუ პირველ ეპიზოდში როინ კვასხვაძემ შეძლო ბურთის მოგერიება, მეორე ჯერზე გუნდი ვეღარ იხსნა - 45-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების შემდეგ თავით ელდორ შომუროდოვმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ
ვაისმა
ეს სასტარტო შემადგენლობა დააყენა: როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია.

სათადარიგოები: ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
llcl-ს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD არა სერბეთისთვის ინახავენ ლადოს:
svan
23 იანვარი 2017 18:35
0
ყოჩაღ... აბა თუ არ შეგვძლებია.... დდდ
მახო
23 იანვარი 2017 18:17
0
))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
mx
23 იანვარი 2017 18:10
0
ნუ თუ ძალიან გაგვიჭირდა, დვალიშვილი შემოვა და დამთავრდება იქ ყველაფერი, მიდი ლადო, პოკერი გააკეთე))
llcl
23 იანვარი 2017 18:09
0
ნაურუს რომ ვეთამაშოთ ? არაა ? თან შეგვირიგდებიან და იქნებ მოვიგოთ კიდეც.. ვაი,, ვაი ვაიიიი

მწარე
23 იანვარი 2017 18:07
0
:დდდდდ აზიაც გამოირიცხა, ოკეანის ფედერაციაშიაში რომ გავწევრიანდეთ?!
svan
23 იანვარი 2017 18:00
0
უჩას ვინ კრიშავს ?? :):):):)
uchas fani
23 იანვარი 2017 17:58
0
პირველი ტაიმი წააგოო, მეორეს ხომ მოიგებს რა... მათაც ტაიმბოლი არ ითამაშონ ეხლა :D
დათო
23 იანვარი 2017 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული