საქართველოს ნაკრები დუბაიში გამართულ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა 2:2.

THE SEVENS STADIUM-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში უზბეკებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 69-ე წუთზე თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრეს, 77-ზე კი საბა ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა კიდეც. თუმცა, სამწუხაროდ, აქედან ერთ წუთში უზბეკებმა კვლავ შეძლეს როინ კვასხვაძის კარის აღება.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 2:2.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე
(82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვერგამიგია ამ ჰცედეგიტ ზოგი რომ კმაყოფილია ისმაინც დაცერეტ აბა ვისუნდა მოვუგოტ? ტუვაისმა ამგუნდიდან ვინმე არ აიყვანა გამოდის რომ ვიტომ საკმეს აკეტებენ. ამ ფულიტ კი ერტი კარგი მოედანის გაკეტება ჰცეიდზლება რასაც ხარჯავენ
qartveli
23 იანვარი 2017 22:35
0
თქვენ თუ ამ შედეგით კმაყოფილები ხართ გზა დამილოცნია მაშინ.
გეგი
23 იანვარი 2017 22:19
0
19წლამდელთა ნაკრები ყოფილა, კარგია დროზე შემოყარონ ახალი თაობა.
ზვიადი
23 იანვარი 2017 21:55
0
ესეა ზოგს ეგონა რო წავაგწებდიტ რადგან ჰიგა ჰემპიონატი ვერა კაგად მაგა მ მოინდომეს და კარგია დზირიტადსჰი ვინც იყო აქამდე ისინი რომ ყოფილიყვენ სჰეილება წაეგოტ რადგან გოლი როგრ გაიტანონ არიცან ზმენებს ხეხავენ 2 გოლი გავიტანედ და ეს კარგია
gaga
23 იანვარი 2017 21:46
0
ლაშა შერგელაშვილი ნაკრების ძირითადის მარცხენა მცველი უნდა გახდეს. შონიაც კარგი იყო კიტეიშვილიც საბა ლობჟანიძეც. ზივზივაძეს ტყუილად აქებენ ასევე ხოჭოლავასაც. ისე ორივე გოლი უჩა ლობჟანიძეს ბრალი იყო პირველ გოლზე საიდან დაასწრეს თავურით და მეორე გოლზე სად წავიდა იმის მაგივრად რომ ახლოს ეთამაშა ფლანგელთან
avto
23 იანვარი 2017 21:15
0
კარგია, ცუდი არაა
xorxe
23 იანვარი 2017 20:18
0
ამ შემადგენლობით 2-2 არაა ცუდი შედეგი უზბეკეთი ნამდვილად არახელწამოსაკრავი მეტოქე მითუმეტეს რომ მთელი გუნდი საქართველოს ჩემპიონატიდან იყვენ წამოყვანილები და იმ დონიდან გამომდინარე რა დონეზეცა საქართველოს ჩემპიონატი ნორმალური შედეგია მოგებაც შეიძლებოდა.
giorgi
23 იანვარი 2017 20:14
0
სასიამოვნოთ გაკვირვებული დავრჩით. ხელწამოსაკრავი მეტოქე ნაღდად არ გვყავდა. საერთო ჯამში არაუშავდათ.
kika
23 იანვარი 2017 19:45
0
დინამო პახტაგორი გახსოვტ ახლა ფრე რატო ხარჯავტ ფულს ცადეტ ეს ფული ბავსვებსი მარა არიან ჯორდანიები ხურიზეები არა კობი იმედი გვქონდა
avto
23 იანვარი 2017 19:37
0
მაოცებს აქ ისე ადარებენ აზიურსა და ევროპულ დონეს სულ ორი გუნდი ყავს აზიას იაპონია და სამხრეთ კორეა და უზბეკეთი ამ გუნდებს ვერ უგებს და როგორ არის ლიდერი გუნდი აზიაში?!
svan
23 იანვარი 2017 19:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული