ვლადიმირ ვაისი: კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სფფ-ის პრესსამსახურთან უზბეკეთთან გამართული ამხანაგური მატჩი შეაფასა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"სასარგებლო თამაში იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ დონეზე, ასეთ მოწინააღმდეგესთან პირველად თამაშობდნენ. თუმცა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან უპირატესობა მარტივი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით ხელიდან.

თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა, გვქონდა მომენტები, მაგრამ კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ და რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებდა. მაგალითად, პირველ
ტაიმში სამი საგოლე მომენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ თანაბარი თამაში ჩავატარეთ კარგ მოწინააღმდეგესთან. უზბეკეთის ნაკრები სანახევროდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

სასიხარულოა, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინ მეორე მატჩია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთითა და ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თუმა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო", - თქვა ვაისმა.

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ Theyab Awana Stadium სტადიონზე გამართავს. საქართველოსა და იორდანიის საფეხბურთო დაპირისპირება ოთხშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ირაკლი, გაიხარე ძმაო :D
Nick
14:41 25-01-2017
0
ცუდად არ უთამაშიათ.მეორე თამაშს ალბათ მოიგებენ.წარმატებას ვუსურვებ!
niko
15:53 24-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული