ოთარ კიტეიშვილი: შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა უზბეკეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"მთლიანობაში, საინტერესო თამაში გამოვიდა, ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, კარგად ვითამაშეთ გუნდმა. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ გავუშვით გოლი.

ეს ამხანაგური თამაში პირველი იყო ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ", - თქვა კიტეიშვილმა.

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს,
იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ Theyab Awana Stadium სტადიონზე გამართავს. საქართველოსა და იორდანიის საფეხბურთო დაპირისპირება ოთხშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეცდომებზე სწავლა კარგია. ხვალ გამოჩნდება.
haha
13:11 24-01-2017
0
პროგრესს გავაგრძელებთო.სად ხედავენ პროგრესს გაუგენარია.რეგრესი უფრო სწორი იქნებოდა.ის რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს ფეხბურთი არაა.სოფლის ფეხბურთია თხაზე და პურმარილზე რო თამაშობენ
გოგა
14:01 24-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული