ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა ჟვანია "ლელოს" რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა.

ვფიქრობთ, მასთან ინტერვი ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ის ქართული ფეხბურთისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება...

- ბატონო ვაჟა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც, თავისუფლად შეგვიძლია, ქვეყნის მეორე ნაკრები ვუწოდოთ, ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უზბეკეთსა და იორდანიასთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ განვიხილავთ არც შედეგებს და არც - თამაშის ხარისხს. თავის დროზე, როგორც გვახსოვს, სწორედ თქვენი იდეა იყო ეგრეთ წოდებული "მეორე ნაკრების პროექტი"...
- მოდით, თავდაპირველად ვიტყვი ამას -
ვაისს ქება ეკუთვნის! ის მუშაობს, ყველანაირად ცდილობს... მეორე ნაკრების იდეა მხოლოდ საქართველოში როდია აქტუალური. ამ რანგის გუნდები ჰყავთ შოტლანდიაში, გერმანიაში, ინგლისში... ძალიან კარგი იქნება, თუ ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი და სისტემატურად გვეყოლება მეორე ნაკრები.

საქართველოში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია და მათ სჭირდებათ შანსი, რათა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს ჩვენი სიმდიდრეა, საქართველოს დოვლათია და რატომ უნდა დავმალოთ ან სულაც დავკარგოთ? საქართველოდან უცხოეთში რომ გაიყიდება ფეხბურთელი, ფული ხომ ისევ და ისევ საქართველოში შემოვა?!

რაც შეეხება ნიჭიერ, პერსპექტიულ ფეხბურთელებს, ისინი საქართველოში ყოველთვის არიან და იქნებიან. მათ ნდობა და შანსი სჭირდებათ. მაგალითად, ავიღოთ ორი ცენტრალური მცველი - გია ჩადუნელი და ალეკო ნოზაძე. ორივე მათგანი უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა გასულ სეზონში. როგორც იცით, ჩადუნელი თბილისის "დინამომ" აიყვანა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ამ ფეხბურთელით დაინტერესდნენ უცხოური კლუბები. საუბარია სამ საკმაოდ სერიოზულ გუნდზე...

აბა, როგორ არ ვუთხრა მადლობა ვიაჩესლავ გროზნის, რომელმაც ჩადუნელი შეამჩნია და თბილისის "დინამოში" აიყვანა?! დარწმუნებული ვარ, ნოზაძესაც აიყვანდნენ, ოღონდ ის ასაკით პატარაა და, როგორც ჩანს, სწორედ ამან იმოქმედა.

აქვე, არ შემიძლია, არ დავუფასო რომან ფიფიას ის საქმეები, რაც მან გააკეთა. დღეს ისეთი დროა, ყველაფერი უნდა დავაფასოთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის კეთდება. საერთოდ, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

- გაიხსენეთ ის დრო, როცა მეორე ნაკრების ჩამოყალიბების იდეა აქტუალური იყო...
- ბრძანებაც დაწერილი იყო უკვე, მაგრამ მერე რიგი მიზეზების გამო ვეღარ შეესხა ხორცი ამ წამოწყებას. ეს იდეა ჯერ კიდევ უფროსი ნოდარ ახალკაცის დროს მომივიდა თავში და უნდა ითქვას, რომ ეს დიდი პიროვნება ყველანაირად გვერდში მედგა, ჩემს ჩანაფიქრს იზიარებდა...

ჩვენ გვინდოდა, რომ ბოლნისის რაიონში, კერძოდ რატევანში, არსებული სტადიონი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და იქ აგვეშენებინა სანაკრებო ბაზა. მაშინ ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა იქ არა მხოლოდ ქალებს, არამედ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს უნდა ეცხოვრა. თუ ბოლნისში გიწევთ ყოფნა, დამეთანხმებით - რატევანი უნიკალური ადგილია. ბოლნისში რომ ძალიან ცხელა, ამ დროს რატევანში გრილა. ტყის ჰაერია...

მოგვიანებით, მეორე ნაკრების იდეა ბრძანებულების დონეზე მოგვარდა. მე მზად ვიყავი, უეფადან დამატებითი სახსრები მომეზიდა ამ პროექტისთვის. საქმე ისაა, რომ მეორე ნაკრები უნდა გაკეთებულიყო ბოლნისის"სიონის" ბაზაზე. ამ პროექტს საქართველოს ინტერესებისთვის დამატებითი სარგებლობის მოტანაც შეეძლო. რეგიონის სპეციფიკას ყველა კარგად ვიცნობთ...

- თანამედროვე პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მეორე ნაკრების არსებობა?
- ეს იდეა, როგორც ზემოთ ვთქვი, რამდენიმე ქვეყანაშია ხორცშესხმული. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირში იყო არაერთი ნაკრები და მოგვწონს თუ არა ის წყობა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ უდიდესი ქვეყნის საფეხბურთო სათავეებთან ჭკვიანი ხალხი იდგა.

საქართველოში ფეხბურთელები რომ არიან, ეს ერთხელაც დამტკიცდა. თქვენ ნახეთ, რომ უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა უფრო ახლოს იყო ოპტიმალურთან, ვიდრე - ჩვენი. ამის მიუხედავად, ფრედ ვითამაშეთ საკმაოდ ძლიერ გუნდთან და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. ასე რომ, საკადრო რესურსი გვაქვს და მომავალშიც იქნება.

გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. მათ გაუჩნდებათ რწმენა, რომ დაკვირვების ქვეშ არიან და ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს მოსთხოვენ საკუთარ თავს. ჯაჭვური რეაქცია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სათამაშო დონის ამაღლებას, ეს კი ყველა ჩვენგანისთვის სასურველი ტენდენციაა.

- ვინ უნდა იყოს მეორე ნაკრების მწვრთნელი? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პოსტი ქვეყნის მთავარი გუნდის დამრიგებელმა უნდა შეითავსოს, თუ?..
- ჩემი აზრით, ვლადიმირ ვაისს თავისუფლად შეუძლია, იყოს მეორე ნაკრების მწვრთნელიც. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენს პირველობაზე ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მათ პოპულარიზაცია სჭირდებათ...

მაქვს ერთი პროექტი, რომლის განხორციელება თქვენს გაზეთთან ერთად იდეალურად მესახება. "ლელო" უდიდესი ისტორიისა და ხალხის უსაყვარლესი გაზეთია.

- რომელ პროექტს გულისხმობთ?
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, მის კონკრეტულ ტურს ერთი რუბრიკა რომ მიეძღვნას, მგონი, არ იქნება ურიგო. ჩემი მონახაზით, ამ რუბრიკაში ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანებმა უნდა ისაუბრონ განვლილი ტურის ბატალიებზე. ეს ერთბაშად რამდენიმე რამეს შეუწყობს ხელს - ვეტერანებისთვის ყოველდღიური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება; სამზეოზე გამოვა არაერთი ტალანტი; ფეხბურთელების გარდა, ეს პროექტი, ზოგადად, ხელს შეუწყობს საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციასაც. გარდა ამისა, ჩვენი ვეტერანების მოსაზრებები საინტერესო უნდა იყოს თქვენი გაზეთის მრავალრიცხოვანი მკითხველისთვისაც...

- გულწრფელად რომ ვთქვათ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პროექტში მონაწილეობაზე ჩვენი ვეტერანების დაყოლიება არცთუ იოლი საქმე იქნება...
- აი, ამ საკითხის მოგვარებას კი მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ და გპირდებით - ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. ასევე, შეიძლება, ამ პროექტში ჩვენი ვეტერანი გულშემატკივრების ჩართვაც. მათ ხომ მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ფეხბურთს!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე - ლობჟანიძე, ლ.დვალი, ცისკარიძე, მ.კობახიძე, ნ.ჭანტურია - აბურჯანია, დაუშვილი, ჰუფნაგელი, გ.არაბიძე, გ.მერებაშვილი, ნ.კვეკვესკირი, გოროზია, ს.კობახიძე, კიტეიშვილი - ქვილითაია, ნ.კაჭარავა, სხირტლაძე, გ.ჭანტურია, ბ.ზივზივაძე, ს.ლობჟანიძე
შოთა
29 იანვარი 2017 02:34
0
ვაისს ეს შემადგენლობა ათამაშე და მოვიგებთ ხოლმე.
შემტევი ტაქტიკა: 3-4-2-1 ლორია - კვირკველია, ხოჭოლავა, გ.კაშია - ანანიძე, გვილია, კანკავა, ოქრიაშვილი - ყაზაიშვილი, გოგია - მჭედლიძე

დაცვითი ტაქტიკა 4-3-2-1 ლორია - ნავალოვსკი, კვირკველია, გ.კაშია, კაკაბაძე - ანანიძე, კანკავა, ოქრიაშვილი - ყაზაიშვილი, გოგია - მჭედლიძე
შოთა
29 იანვარი 2017 02:28
0
ეს მექრტამე არ იყო ილია კოკაის ცუდად რომ იხსენიებდა? ასეტი არსებები არ უნდა იყვნენ ფეხბურტსი
zika
28 იანვარი 2017 22:27
0
ვლადიმირ ვაისის მოსვლის შემდეგ ჩვენი ნაკრები ბევრად მეტ საგოლე მომენტს ქმნის. ახლა მათი რეალიზება და ყურადღების კონცენტრაცი არის მისამატებელი!
გუჯა კახაძე
28 იანვარი 2017 22:19
0
100 საუკთესო მწვრთელმა ერთდროულად რომ გაწვრთნას მაინც არაფერი ეშველება მაგ შემადგენლობას მომვალ თოაბზე უნდა ივაჯიშონ და არა მაგ ბებრებზე
ოთოoto
28 იანვარი 2017 22:18
0
უნიჭო რუსეთუმე ტროლობას ასევე უნიჭო სპორტული ტროლობაც შეითავსე tngh-ვ? 1000%-ნი პენალტი რას ნიშნავს იქნებ ახსნა? თან რამდენი გრამატიკული შეცდომები გაქვს, არ მოგცა შენიშვნა გრამატიკულ შეცდომებზე აცრილმა შენმა რუსეთუმე კოლეგა მსქროლავმა ტროლმა? :))
tngh-ს
28 იანვარი 2017 18:47
0
რაში ეკუთვნის მადლობა ...
gio
28 იანვარი 2017 18:23
0
დაბალ დონეზე მომზადებული გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი, ძირითადი მახასიათებელი არის ხელის ჩაქნევა და ყურების ჩამოყრა თუნდაც ეპიზოდურად ერთმნიშვნელოვნად მიკერძოებული მსაჯობის შემყურე.. ოქრიაშვილის წინააღმდეგ ნამდვილად იუხეშეს და საჯარიმო თერთმეტმეტრიანი იყო დასანიშნი... უშუალოდ ვაისზე კარგს და სახარბიელოს ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია- ..... კაცი ჩანს... და რადგან უკვე ამდენი ხანია ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, ე.ი. არის კიდეც...
kalebind
28 იანვარი 2017 17:48
0
მოლდოვასტან 70 წუთის მანძილზე სრული უპირატესობა გვქონდა. ის, რომ თამასი ვერ მოვიგეთ, მსაჯის კისერზეა. გაიხსენეთ, რა 1000%-ანი პენალტი არ დანიშნა. განსაკუთრებით მეორე. ამის შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა და გოლიც გაუშვა...
tngh
28 იანვარი 2017 17:08
0
ბატონო .... აყვავების ხანა ქონია ჰვენს ფეხბურტს და ჰვენ არ გვცოდნიააა.
bajo
28 იანვარი 2017 17:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული